მაიამი: სერენა უილიამსი - 750

AutoSharing Option
მაიამიში მამაკაცებმა სანახევროდ გამოავლინეს მერვედფინალის მონაწილეები. ჟოაო სოუზასთან პირველ სეტში თითქმის ერთსაათიან მძიმე ბრძოლას თუ არ ჩავთვლით, ყველაფერი წესრიგში აქვს ნოვაკ ჯოკოვიჩს. მეოთხე რაუნდში მას ძალიან საინტერესო ბრძოლა ელოდება დომინიკ ტიმთან. სწორედ ეს ჩოგბურთელები არიან სეზონის ლიდერები - 24-24 მოგებით.

ყველასთვის მოულოდნელად, ორი წრე გაიარა ორასიო სებალიოსმა. არგენტინელმა ძირითად ბადეში როჯერ ფედერერის ადგილი დაიკავა. მან თავიდან ხუან-მარტინ დელ პოტროს მოუგო, შემდეგ კი სამ სეტში გაუსწორდა ფერნანდო ვერდასკოს. ბოლოს, სებალიოსმა ჰარდზე ზედიზედ ორი თამაში 2010 წელს მოიგო.

ბადის ამ ნაწილში გამოეთიშა
ბრძოლას დავიდ ფერერი, რომელმაც დაძაბულ მატჩში წააგო ლუკა პუიესთან. ასე რომ, ზედიზედ მეორე "მასტერსზე" ნახევარფინალში გასვლის კარგი შანსი მიიღო დავიდ გოფენმა. ბელგიელს გზად ჰყავს სებალიოსი, შემდეგ სიმონი ან პუიე.

* * *
ავსტრალიის ღია პირველობის მოგების შემდეგ, ზედიზედ ორი ტურნირი ჩააგდო ანჟელიკ კერბერმა. მაგრამ, ახლა, ზედიზედ ორი მატჩის მოგება შეძლო და, როგორც ჩანს, ფორმას იბრუნებს. თუმცა გერმანელი 1/16 ფინალის პირველ სეტში კიკი ბერტენსთან განადგურდა. მეორე სეტის სტარტზეც თანაბარი ბრძოლა იყო, მაგრამ 3:2-დან მოყოლებული, კერბერმა ზედიზედ ექვსი გეიმი აიღო, რის შემდეგაც, ჰოლანდიელმა კუჭის ინფექციის გამო მატჩი შეწყვიტა.

სერენა უილიამსს, ჯერჯერობით, ამ სეზონში ტიტული არ აქვს და მხოლოდ ორი ფინალით დაიკვეხნის. პირველ მატჩში ამერიკელს სამი სეტი დასჭირდა თანამემამულე კრისტინა მაკჰეილის დასამარცხებლად, გუშინ კი ორ სეტში მოუგო ყაზახ ზარინა დიასს. პირველ პარტიაში დიასმა სეტზე არ ჩააწოდებინა ამერიკელს, მაგრამ ბოლოს სერენამ მაინც იმარჯვა.

მეორე სეტში, ყაზახმა 0:4-ზე ზედიზედ სამი გეიმი აიღო, თუმცა პარტიის ბოლოს ისევ უილიამსი გამოიყურებოდა უკეთ. ეს მოგება 750-ე იყო სერენას კარიერაში. ამ მაჩვენებლით ის მეშვიდე ადგილზეა ისტორიაში. ამასთან, სულ სამი მოგება აშორებს ლინდსი დევენპორტამდე და ცხრა - არანჩა სანჩეს-ვიკარიომდე. ლიდერი კი მარტინა ნავრატილოვააა 1442 მოგებით.

მერვედფინალში ყველაზე საინტერესოდ მოსჩანს ვიქტორი აზარენკასა და გარბინ მუგურსას მატჩი. ესპანელმა პირველ მატჩში მხოლოდ მესამე სეტის ტაი-ბრეიკზე გატეხა დომინიკა ციბულკოვას წინააღმდეგობა, სამაგიეროდ, გუშინ, მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო ნიკოლ გიბსს. რაც შეეხება აზარენკას, მან 6:3, 6:0 გაანადგურა პოლონელი მაგდა ლინეტი.

სხვა მატჩებიდან აღვნიშნავთ მედისონ კისის მოგებას რობერტა ვინჩისთან. ამერიკელი პირველ ტურნირს ატარებს ახალი მწვრთნელის - მატს ვილანდერის ხელმძღვანელობით.

კაცები
1/16 ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ჟოაო სოუზა (პორ, 33) 6:4, 6:1; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7)-სტივ ჯონსონი (აშშ, 31) 6:3, 6:7(6), 6:3; ლუკა პუიე (საფ)-დავიდ ფერერი (ესპ, 8) 6:7(1), 7:64), 7:5; რიშარ გასკე (საფ, 10)-ბენუა პერი (საფ, 20) 6:3, 6:0; ჟილ სიმონი (საფ, 18)-მარინ ჩილიჩი (ხორ, 11) 6:3, 6:7(4), 6:3; დომინიკ ტიმი (ავსტრია, 14)-იოშიჰიტო ნიშიოკა (იაპ) 6:2, 6:2; დავიდ გოფენი (ბელ, 15)-ვიქტორ ტროიცკი (სერ, 19) 6:1, 6:1; ორასიო სებალიოსი (არგ)-ფერნანდო ვერდასკო (ესპ) 1:6, 6:4, 7:6(4).

ქალები
1/16 ფინალი
ანჟელიკ კერბერი (გერ, 2)-კიკი ბერტენსი (ჰოლ) 1:6, 6:2, 3:0 უარი; ტიმეა ბაბოში (უნგ)-ნაომი ოსაკა (იაპ) 7:5, 6:0; ირინა-კამელია ბეგუ (რუმ)-კრისტინა პლიშკოვა (ჩეხ) 7:5, 4:6, 6:4; გარბინ მუგურუსა (ესპ, 4)-ნიკოლ გიბსი (აშშ) 6:1, 6:0; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 13)-მადგა ლინეტი (პოლ) 6:3, 6:0; იოჰანა კონტა (ბრიტ, 24)-ელენა ვესნინა (რუს) 4:6, 6:1, 7:6(3); მონიკა ნიკულესკუ (რუმ, 32)-კოკო ვანდევეგე (აშშ) 6:4, 6:1; მედისონ კისი (აშშ, 22)-რობერტა ვინჩი (იტა, 9) 6:4, 6:4.

1/8 ფინალი
ს. უილიამსი (1)-კუზნეცოვა (15); სვიტოლინა (12)-მაკაროვა (30); ა. რადვანსკა (3)-ბაშჩინსკი (19); უოტსონი-ჰალეპი (5); ნიკულესკუ (32)-კონტა (24); აზარენკა (13)-მუგურუსა (4); ბეგუ-კისი (22); ბაბოში-კერბერი (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული