მომდევნო მსგავსი შეჯიბრება კი მისთვის ასეთი წარმატებული აღარ აღმოჩნდა: მართალია, ერთეულებში ზედიზედ ორ იტალიელ კლაუდიას - ფრანცსა და კრეშენზის სძლია, მაგრამ მეოთხედფინალში რუს მარგარიტა სკრიაბინასთან დამარცხდა - 6:7, 7:6, 2:6.
ბოლქვაძემ წყვილებში უფრო წინ წაიწია - ვიქტორია მუნტეანთან (საფრანგეთი) ერთად ფინალს უწია, მაგრამ იქ გა
* * *
სტამბოლში ორი ქართველი ჩოგბურთელი იმყოფება - სოფიო შაფათავა და ეკატერინე გორგოძე. ქართველ ჩოგბურთელ ქალთა ლიდერი შაფათავა ძირითად ბადეში ითამაშებს და მისი მეტოქე დღეს გამოვლინდება, გორგოძემ კი სტარტი საკვალიფიკაციო ეტაპიდან აიღო: პირველ წრეში მასპინძელი აზრადენიზ კომლეკი ჩამოიშორა გზიდან - 6:2, 6:1, გუშინ კი უზბეკ აკგულ ამანმურადოვასთან დამარცხდა - 5:7, 3:6.
* * *
უზბეკურ ბუხარაში ვაჟთა 25.000-იან ტურნირში მოსინჯავს ძალებს ალექსანდრე მეტრეველი, რომელიც მე-2 ნომრადაა განთესილი და სტარტზე რუს დენის მაცუკევიჩს გაუწევს მეტოქეობას. ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"