მარიამ ბოლქვაძემ შარმ ალ შეიხში ზედიზედ მეორე ტურნირის მოგება ვერ შეძლო

AutoSharing Option
ერთი კვირის წინათ თბილისელმა მარიამ ბოლქვაძემ ეგვიპტური შარმ ალ შეიხის ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) ორი პირველი ადგილი დაიკავა.

მომდევნო მსგავსი შეჯიბრება კი მისთვის ასეთი წარმატებული აღარ აღმოჩნდა: მართალია, ერთეულებში ზედიზედ ორ იტალიელ კლაუდიას - ფრანცსა და კრეშენზის სძლია, მაგრამ მეოთხედფინალში რუს მარგარიტა სკრიაბინასთან დამარცხდა - 6:7, 7:6, 2:6.

ბოლქვაძემ წყვილებში უფრო წინ წაიწია - ვიქტორია მუნტეანთან (საფრანგეთი) ერთად ფინალს უწია, მაგრამ იქ გა
დამწყვეტი პაექრობა ოლექსანდრა კორაშვილისა (უკრაინა) და მარგარიტა ლაზარევას (რუსეთი) დუეტთან დათმო - 5:7, 3:6 და მეორე ადგილს დასჯერდა.

* * *
სტამბოლში ორი ქართველი ჩოგბურთელი იმყოფება - სოფიო შაფათავა და ეკატერინე გორგოძე.

ქართველ ჩოგბურთელ ქალთა ლიდერი შაფათავა ძირითად ბადეში ითამაშებს და მისი მეტოქე დღეს გამოვლინდება, გორგოძემ კი სტარტი საკვალიფიკაციო ეტაპიდან აიღო: პირველ წრეში მასპინძელი აზრადენიზ კომლეკი ჩამოიშორა გზიდან - 6:2, 6:1, გუშინ კი უზბეკ აკგულ ამანმურადოვასთან დამარცხდა - 5:7, 3:6.

* * *
უზბეკურ ბუხარაში ვაჟთა 25.000-იან ტურნირში მოსინჯავს ძალებს ალექსანდრე მეტრეველი, რომელიც მე-2 ნომრადაა განთესილი და სტარტზე რუს დენის მაცუკევიჩს გაუწევს მეტოქეობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული