ერთეულებში იგი მესამე ნომრადაა განთესილი. სტარტზე რუსი ალექსანდრ ვასილენკოს ძლევის შემდეგ (5:7, 6:4, 7:5) გუშინ მეორე წრეში მან მასპინძელ რომან ხასანოვს აჯობა - 6:1, 6:3 და მეოთხედფინალში ანდრეი ვასილევსკის (ბელორუსი) შეხვდება. ამ უკანასკნელმა მერვედფინალში ვიტალი კოზიუკი (რუსეთი) ჩამოიშორა გზიდან - 3:6, 6:2, 6:3.
მეტრეველმა წყვილებში უფრო წინ წაიწია: მარკოს კალოველონისთან (რუსეთი) ერთად ჩვენებური ასპარეზობის რეიტინგფავორიტია. ქართულ-რუსულმა დუეტმა ჯერ კორეელებს - ჰიუნ-ვო ნამსა და იაე-მინ სეოლს დააყრევინა ფარ-ხმალი - 7:6, 6:4, შემდეგ
ნახევარფინალში ალექსანდრე და მარკოსი ყაზახებთან - ტიმურ ხაბიბულინსა და დმიტრი პოპკოსთან გაარკვევენ ურთიერთობას.
მასპინძლებმა, ასევე, სამ სეტში რუსები - ვიქტორ ბალუდა და რიჩარდ მუზაევი დაჯაბნეს - 4:6, 6:3, 10:7. მეორე ნახევარფინალში ითამაშებენ: ალექს მოლჩანი (სლოვაკეთი), ნინო სერდარუსიკი (ხორვატია) და მიკი იანკოვიჩი (სერბეთი), ანდრეი ვასილევსკი (ბელორუსი).
* * *
თანამემამულეს ბოლომდე ვერ აუბა მხარი სოფიო ქვაცაბაიამ, რომელიც ჩიმკენტშივე, ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) გამოდის. ერთეულებში ქვაცაბაია განთესვით მესამე იყო. სტარტზე მან გოზალ აინიტდინოვას (ყაზახეთი) აჯობა - 6:4, 3:6, 7:6. მერვედფინალში უზბეკ კომოლა უმაროვასთან პირველი ხელი 4:6 დათმო, მეორეს 1:2-ს რომ აგებდა, ტრავმა მიიღო და შეჯიბრება ვეღარ განაგრძო. უზბეკ საბინა შარიპოვასთან შეამხანაგებული ქვაცაბაია წყვილებში მე-2 ნომრადაა განთესილი. გუშინ მათ მეოთხედფინალში ყაზახები - დარია შევჩენკო და არინა ტალუიენკო დაამარცხეს - 6:3, 6:2. მანამდე კი ეკატერინა კლიუევა (ყაზახეთი) და ოლგა ტერტეაცი (მოლდოვა) ჩამოიშორეს გზიდან - 6:2, 6:1.
ქვაცაბაია და საბინა ნახევარფინალში მე-4 ნომრებს - ანასტასია ფროლოვასა (რუსეთი) და კამილა კერიმბაიევას (ყაზახეთი) გაუწევენ მეტოქეობას. მეორე ნახევარფინალურ წყვილში ილონა კრემენი (ბელორუსი), სვიატლანა პირაჟენა (ბელორუსი) და კამილა ბოლატოვა (ყაზახეთი), კამილა რახიმოვა (რუსეთი) დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
* * *
ეკატერინე გორგოძე გუშინ შვეიცარიაში, ჩოგბურთელ ქალთა 25.000-იან ტურნირში ჩაება და, სამწუხაროდ, ასპარეზობაც დაასრულა - ჩვენებურს ორ სეტში ფიონა ფერომ (საფრანგეთი) მოუგო - 6:1, 6:4. ოქსანა კალაშნიკოვამ ჩეხეთის დედაქალაქ პრაღის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 500.000 დოლარი) მიიღო მონაწილეობა. ლიხტენშტეინელ შტეფი ფოგტთან ერთად იგი გუშინ მოულოდნელად გაბრიელა დობროვსკას (კანადა) და მარია ხოსე მარტინეს სანჩესის (ესპანეთი) დუეტს დანებდა - 0:6, 0:6.
ცხადია, ეს წაგებები მომავალ კვირას ჩვენი გოგონების მსოფლიო რეიტინგზე უარყოფითად აისახება. ამჯერად კი კლასიფიკაციაში ასეთი მდგომარეობაა:
ერთეულები. 234 (237). სოფიო შაფათავა (215 ქულა), 327 (323). ეკატერინე გორგოძე (121), 431 (430). სოფიო ქვაცაბაია (77), 477 (478). მარიამ ბოლქვაძე (61), 677 (675). ოქსანა კალაშნიკოვა (28), 776 (775). თინათინ ყავლაშვილი (20), 999 (1146). ანა შანიძე (9), 1086 (1087). თამარ ჭალაგანიძე (7).
წყვილები. 46 (46). კალაშნიკოვა (1590), 133 (139). შაფათავა (527), 214 (211). გორგოძე (314), 395 (396). ქვაცაბაია (123), 603 (602). ბოლქვაძე (55), 770 (769). ყავლაშვილი (30), 914 (1056). შანიძე (19), 1056 (1056). ახალკაცი, 1159 (1156). ჭალაგანიძე (9).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"