სერენა უილიამსი ბიონსესთან ერთად კლიპში გადაიღეს

AutoSharing Option
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ამერიკელმა სერენა უილიამსმა გრიპის ვირუსის გამო, განაცხადი გამოიტანა მადრიდის უმაღლესი კატეგორიის ტურნირიდან, რომელიც ორი დღის წინ დაიწყო ესპანეთის დედაქალაქში.

"სამწუხაროდ, ვერ შევძლებ მადრიდში თამაშს, რადგან გრიპი გადავიტანე და ასი პროცენტით მზად არ ვარ სათამაშოდ. მოუთმენლად ველოდები უახლოეს პერიოდში კორტზე დაბრუნებას", - განაცხადა ამერიკელმა.

WTA-ის კალენდარში მორიგი ტურნირია - რომი, რომელიც 9 მაისს დაიწყება. მისი დასრულებიდან ორი კვირის თავზე კი სტარტს აიღებს "დიდი სლემის" მეორე ტურნირი - როლან გაროსი.

უილიამსის არყოფნაში, მადრიდში განთესვის პირველი ნომერი მიიღო პოლონელმა აგნიეშკა
რადვანსკამ, თუმცა მან პირველივე წრეში წააგო შეხვედრა სლოვაკ დომინიკა ციბულკოვასთან. ასევე გამოეთიშა ტურნირს მეორე ნომერი - გერმანელი ანჟელიკ კერბერი, რომელიც ორ სეტში განადგურდა ჩეხ ბარბორა სტრიკოვასთან.

საერთოდ, 16 განთესილიდან პირველ წრეში ხუთი დამარცხდა: რადვანსკასა და კერბერის ბედი გაიზიარეს რობერტა ვინჩიმ (7), სვეტლანა კუზნეცოვამ (9) და სარა ერანიმ (15).

1/32 ფინალი
დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 1) 6:4, 6:7(7), 6:3; ბარბორ სტრიკოვა (ჩეხ)-ანჟელიკ კერბერი (გერ, 2) 6:4, 6:2; გარბინ მუგურუსა (ესპ, 3)-ანა-კაროლინა შმიედლოვა (სლოვაკ) 6:2, 7:5; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 4)-ლაურა რობსონი (ბრიტ) 6:4, 6:2; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 5)-ლარა არუაბარენა (ესპ) 6:3, 6:2; სიმონა ჰალეპი (რუმ, 6)-მისაკი დოი (იაპ) 6:0, 6:3; დანკა კოვინიჩი (ჩერ)-რობერტა ვინჩი (იტა, 7) 6:4, 6:2; კარლა სუარეს ნავარო (ესპ, 8)-ტიმეა ბაბოში (უნგ) 3:6, 6:2, 6:3; ლაურა ზიგემუნდი (გერ)-სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 9) 6:0, 3:6, 6:3; ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც, 10)-ანდრეა პეტკოვიჩი (გერ) 6:4, 2:6, 6:3; ლუსი საფაროვა (ჩეხ, 11)-კოკო ვანდევეგე (აშშ) 7:6(4), 6:1; ელინა სვიტოლინა (უკრ, 12)-იანინა ვიკმაიერი (ბელ) 4:6, 6:3, 6:4; კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ, 13)-ლურდეს დომინგეს ლინო (ესპ) 6:2, 6:1; ანა ივანოვიჩი (სერ, 14)-კატერინა სინიაკოვა (ჩეხ) 6:3, 3:6, 6:4; კამილა ჯორჯი (იტა)-სარა ერანი (იტა, 15) 7:5, 7:5; სლოუნ სტივენსი (აშშ, 16)-ტელიანა პერეირა (ბრა) 3:6, 6:3, 6:2; ირინა-კამელია ბეგუ (რუმ)-ეჟენი ბუშარი (კან) 6:4, 3:6, 6:4; საბინ ლისიცკი (გერ)-მონიკა პუიგი (პ-რიკ) 6:1, 6:3; სამანტა სტოსური (ავსტრა)-სარა სორიბეს ტორმო (ესპ) 6:1, 6:3; ელენა ვესნინა (რუს)-ელენა ოსტაპენკო (ლატ) 7:5, 6:0; დარია გავრილოვა (ავსტრა)-ჰიზერ უოტსონი (ბრიტ) 7:5, 6:4; კარინ კნაპი (იტა)-მარგარიტა გასპარიანი (რუს) 4:6, 6:3, 6:2; მედისონ კისი (აშშ)-ელისონ რისკე (აშშ) 1:6, 6:3, 6:4; ლუიზა ჩირიკო (აშშ)-მონიკა ნიკულესკუ (რუმ) 7:5, 6:1; პატრისია მარია ტიგი (რუმ)-დარია კასატკინა (რუს) 6:3, 4:6, 6:2; მირიანა ლუჩიჩი (ხორ)-კრისტინა მლადენოვიჩი (საფ) 6:2, 6:3; სორანა კირსტეა (რუმ)-ელენა იანკოვიჩი (სერ) 6:4, 6:3; კაროლინ გარსია (საფ)-იოჰანა კონტა (ბრიტ) 6:4, 2:1 უარი; ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს)-ლესია ცურენკო (უკრ) 6:2, 6:1; ეკატერინა მაკაროვა (რუს)-ანიკა ბეკი (გერ) 6:3, 6:4; კრისტინა მაკჰეილი (აშშ)-ანა-ლენა ფრიდზემი (გერ) 6:0, 6:4; ალიზ კორნე (საფ)-პაულა ბადოსა ჟილბერტი (ესპ) 2:6, 6:2, 2:2 უარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული