როჯერ ფედერერმა არას მიგვაჩვია

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა უარი თქვა მადრიდის "მასტერსში" თამაშზე.

"დიდი სლემის" ტურნირების 17-გზის ჩემპიონმა მიზეზად ზურგის ტრავმა დაასახელა. რეიტინგის მესამე ნომერმა დაზიანება გასულ უქმეებზე, სავარჯიშო პროცესის დროს მიიღო და ტრავმის გამიზეზება რომ აეცილებინა თავიდან, გადაწყვიტა ესპანეთის დედაქალაქში აღარ ჩასულიყო.

ფედერერი მეორე წრეში უნდა შეხვედროდა ფრანგ ნიკოლა მაუსა და პორტუგალიელ ჟოაო სოუზას შორის გამარჯვებულს.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ღია პირველობის დასრულების შემდეგ, როჯერმა მუხლზე ოპერაცია გადაიტანა, რის გამოც გამოტოვა როტერდამის, დუბაისა, ინდიან უელსისა და მაიამის ტურნირები.

ასე რომ, წელს
როჯერს რვა ტურნირზე ჰქონდა შეტანილი განაცხადი და ხუთში მონაწილეობა ვერ მიიღო, დანარჩენ სამში კი ასეთი შედეგები ჰქონდა: ფინალი ბრისბენში, ნახევარფინალი - ავსტრალიის ღია პირველობაზე და მეოთხედფინალი - მონტე კარლოს "მასტერსზე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული