მარიამ ბოლქვაძეს ტაივანელთან რევანშის შანსი წყვილებში ეძლევა

AutoSharing Option
ანტალიის 10.000-იან ტურნირში მესამე ნომერი იყო მარიამ ბოლქვაძე, რომელმაც პირველსავე წრეში ტაივანელ ენ-პეი ჯუანგთან წააგო - 4:6, 0:6.

მარიამს რევანშის შანსი წყვილებში ეძლევა: ბოლქვაძე ჰერით დარტთან (დიდი ბრიტანეთი) ერთად დღეს ენ-პეი ჰუანგსა და ჰსინ-იუან შინს (ტაივანი) დაუპირისპირდება.

* * *
ფრანგულ კან-სურ-მერში გრძელდება ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 100.000 დოლარი), რომლის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით განვლო თბილისელმა ეკატერინე გორგოძემ.

პირველ წრეში კლაირ ფუერსტეინს (საფრანგეთი) აჯობა - 6:4, 6:2, შემდეგ მისი თანამემამულე მორგან პონსი ჩამოიშორა გზიდან - 7:6, 7:5.

ძირითადი ბადის სტარტზე
მე-8 ნომრად განთესილი ელიზავეტა კულიჩკოვა დაამარცხა: პირველი სეტი 7:6 (7:4) მოიგო, მეორეში 3:1 რომ დაწინაურდა, რუსმა ჩოგბურთელმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

საგულისხმოა, რომ რეიტინგით გორგოძე 327-ეა, კულიჩკოვა კი - 114-ე. მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელი უკრაინელ მარინა ზანევსკასთან (155-ე) დამარცხდა და შეჯიბრებას გამოეთიშა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული