მარიამ ბოლქვაძე ანტალიის ერთ ტურნირში დამარცხდა და ძალებს მეორეში ცდის

AutoSharing Option
თბილისელი მარიამ ბოლქვაძე გასულ კვირას თურქულ ანტალიაში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობდა.

წყვილებში ბრიტანელ ჰარიეთ დარტთან ერთად მეორე ნომრად იყო განთესილი და ნახევარფინალს უწია - მეოთხედფინალში ენ-პეი ჰუანგი და შინ-იუან შინი (ორივე - ტაილანდი) დაამარცხა - 6:1, 6:2, ნახევარფინალში კი ასპარეზობის მეოთხე ნომრებს - ემინა ბაკტაშის და სარაჰ ლის (ორივე - აშშ) დანებდა - 6:4, 6:7, 6:10.

ბოლქვაძე ანტალიაში დარჩა და ახალ 10.000-იან ტურნირში მოსინჯავს ძალებს. სავარაუდოდ, მესამე ნომრად იქნება განთესილი.

უნგრეთში ქალთა 25.000-იან ტურნირში ითამაშებენ სოფიო შაფათავა და ეკატერინე გორგოძე.

მესამე ნომრად განთესილი შაფათავა სტარტზე ხორვატ ტენა ლუკაშს შეხვდება, ხოლო გორგოძე მასპინძელ ანა ბონდარს გაუწევს მეტოქეობას.

წყვილებში სოფიო და რუსი ვალენტინა ივახნენკო შეჯიბრებაში მეოთხედფინალიდან ჩაებმებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული