შაფათავა და კალაშნიკოვა დამარცხდნენ, კორტებს მხოლოდ ვაჟები შემორჩნენ

AutoSharing Option
უნგრეთის ქალთა 25.000-იან ტურნირში დაასრულა ასპარეზობა თბილისელმა სოფიო შაფათავამ.

წყვილებში იგი ვალენტინა ივახნენკოსთან (რუსეთი) ერთად ასპარეზობის რეიტინგფავორიტი გახლდათ და ნახევარფინალსაც უწია, მაგრამ ქართულ-რუსული დუეტის წინსვლა 11 მაისს მეოთხე ნომრად განთესილმა რეკა-ლუკა იანიმ (უნგრეთი) და ანა ვრლიჩმა (ხორვატია) შეაჩერეს - სოფიო და ვალენტინა ორ სეტში დამარცხდნენ - 3:6, 4:6.

* * *
წარუმატებლად ითამაშა თბილისელმა ოქსანა კალაშნიკოვამ წყვილებში ტაივანელ სუ-ვეი ჰსიესთან ერთად იტალიის დედაქალაქის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 2.399.000 ევრო).

კალაშნიკოვას და ჰსიეს 11 მაისს, მერვედფინალში რეიტინგფავორიტებმა - მარტინა ჰინგისმა (შვეიცარია) და
სანია მირზამ (ინდოეთი) აჯობეს - 6:3, 6:3.

* * *
ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიის ქალაქ ჰაილბრონის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 64.000 ევრო) მონაწილეობს. დღეს, 12 მაისს, მერვედფინალში სლოვენიელ ბლაზ როლას შეხვდება.

* * *
ალექსანდრე მეტრეველი სამარყანდის (უზბეკეთი) საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი) პირველ წრეში დმიტრი პოპკოს (ყაზახეთი) გაუწევს მეტოქეობას, ხოლო წყვილებში ტეიმურ ისმაილოვთან (უზბეკეთი) ერთად არსლან კარაცევსა (რუსეთი) და დმიტრი პოპკოსთან (ყაზახეთი) გაარკვევს ურთიერთობას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული