კალაშნიკოვა და შაფათავა წყვილთა ტურნირებს დაემშვიდობნენ

AutoSharing Option
ნიურნბერგში ქალთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 250.000 დოლარი) წყვილთა შეჯიბრებაში თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა გერმანელ ტატიანა მარიასთან (წყვილებში 57-ე) ერთად ჩაება.

მეორე ნომრად განთესილმა ქართულ-გერმანულმა დუეტმა სტარტზე რუსებს - ვალენტინა ივახნენკოს (117-ე) და მარია მელნიკოვას აჯობა, გუშინ მეოთხედფინალში კი ნათელა ძალამიძესა (135-ე) და ვერონიკა კუდერმეტოვასთან (ორივე-რუსეთი, 165-ე) სამ სეტში დამარცხდა - 4:6, 6:2, 5:10 და შეჯიბრებას გამოეთიშა.

მარცხის მიუხედავად, კალაშნიკოვამ 60 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა.

* * *
იტალიაში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი), როგორც გაუწყეთ, მე-5 ნომრად განთესილმა სოფიო შაფათავამ სტარტზე მასპინძელ მარტინა
კარაგეროს აჯობა.

მერვედფინალში კვალიფიკაციიდან აღზევებულ სოფია კოვალეცს (უკრაინა) დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელმა გუშინ ეკატერინე გორგოძე ჩამოიშორა გზიდან - 6:2, 6:4.

წყვილებში შაფათავა არგენტინელ ფლორენსია მოლინეროსთან ერთად ასპარეზობის რეიტინგფავორიტი იყო და შეჯიბრებაში გუშინ მეოთხედფინალიდან ჩაება, მაგრამ ჩინელებთან - ია ძი რენსა და ვუშუან ჟენთან ვერაფერს გახდა - 2:6, 6:2, 5:10.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული