მეორე ნომრად განთესილმა ქართულ-გერმანულმა დუეტმა სტარტზე რუსებს - ვალენტინა ივახნენკოს (117-ე) და მარია მელნიკოვას აჯობა, გუშინ მეოთხედფინალში კი ნათელა ძალამიძესა (135-ე) და ვერონიკა კუდერმეტოვასთან (ორივე-რუსეთი, 165-ე) სამ სეტში დამარცხდა - 4:6, 6:2, 5:10 და შეჯიბრებას გამოეთიშა.
მარცხის მიუხედავად, კალაშნიკოვამ 60 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა.
* * *
იტალიაში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი), როგორც გაუწყეთ, მე-5 ნომრად განთესილმა სოფიო შაფათავამ სტარტზე მასპინძელ მარტინა მერვედფინალში კვალიფიკაციიდან აღზევებულ სოფია კოვალეცს (უკრაინა) დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელმა გუშინ ეკატერინე გორგოძე ჩამოიშორა გზიდან - 6:2, 6:4.
წყვილებში შაფათავა არგენტინელ ფლორენსია მოლინეროსთან ერთად ასპარეზობის რეიტინგფავორიტი იყო და შეჯიბრებაში გუშინ მეოთხედფინალიდან ჩაება, მაგრამ ჩინელებთან - ია ძი რენსა და ვუშუან ჟენთან ვერაფერს გახდა - 2:6, 6:2, 5:10.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"