სოფიო შაფათავა იტალიური ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა

AutoSharing Option
იტალიაში ჩოგბურთელ ქალთა 25.000-იან ტურნირში კიდევ ნაბიჯით წაიწია წინ მე-5 ნომრად განთესილმა სოფიო შაფათავამ, რომელმაც მეორე წრეში უკრაინელი სეხნია - სოფია კოვალეცი ჩამოიშორა გზიდან - 1:6, 6:2, 6:3 და სტარტზე ეკატერინე გორგოძის დამარცხებისთვის რევანში აიღო.

მეოთხედფინალში ქართველი ჩოგბურთელი იტალიელ ანასტასია გრიმალსკასთან გაარკვევს ურთიერთობას.

აპენინელი გუშინ ასპარეზობის მესამე ნომერ კატალინა პელას (არგენტინა) შეხვდა. პირველი ხელი უბრძოლველად დათმო - 0:6, მეორეში წარმატებას მიაღწია - 7:6, მესამე სეტში ანგარიში რომ გათანაბრდა - 6:6, არგენტინელმა ტრავმის გამო ბრძოლა შეწყვიტა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული