ერთეულებში შაფათავას განთესვით მე-8 ნომერი აქვს. სტარტზე იგი მასპინძელ კამილა სკალასთან გაარკვევს ურთიერთობას.
* * *
"როლან გაროსზე", მართალია, ნიკოლოზ ბასილაშვილი უკვე გამოეთიშა შეჯიბრებას, მაგრამ ერთი წარმომადგენელი კიდევ გვყავს - თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც დანკა კოვინიჩთან (ჩერნოგორია) ერთად * * *
ბაქოს ქალთა 10.000-იან ტურნირში ჩაებმება 14 წლის ანა შანიძე. ასპარეზობის მე-8 ნომერი ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში 19 წლის კატერინა კარპიუკს (უკრაინა) შეხვდება. წყვილებში ავსტრალიელ ალექსანდრა ვალტერსთან არის შეამხანაგებული და რალინა კალიმულინასა და ანასტასია ნეფიოდოვას (ორივე - რუსეთი) გაუწევს მეტოქეობას.
მართალია, მოწინააღმდეგეები ანაზე უფროსები არიან, მაგრამ სპეციალისტები უპირატესობას ქართველ სპორტსმენს ანიჭებენ, რომელიც ერთეულთა კლასიფიკაციაში 9 ქულით 989-ეა, ხოლო წყვილებში 19 ქულით - 913-ე.
* * *
განახლებული რეიტინგით დანარჩენ ჩვენებურთა მაჩვენებლები ასეთია: ერთეულები. 230 (225). სოფიო შაფათავა (220), 302 (301). ეკატერინე გორგოძე (138), 467 (469). სოფიო ქვაცაბაია (66), 497 (493). მარიამ ბოლქვაძე (57), 687 (688). ოქსანა კალაშნიკოვა (26), 763 (773). თინათინ ყავლაშვილი (20), 1163 (1117). თამარ ჭალაგანიძე (5).
წყვილები. 50 (45). კალაშნიკოვა (1585), 133 (132). შაფათავა 9522), 215 (214). გორგოძე (314). 396 (392). ქვაცაბაია (123), 652 (655). ბოლქვაძე (47), 769 (769). ყავლაშვილი (30), 1052 (1052). ახალკაცი (12), 1232 (1154). ჭალაგანიძე (5).
* * *
უზბეკურ ანდიჟანში ვაჟთა 25.000-იან საერთაშორისო ტურნირში ჩაებმება გიორგი ცივაძე. ძირითადი ბადის პირველ წრეში იგი გზიდან "ველური ბარათით" მიწვეულ სერგეი ფომინის (უზბეკეთი) ჩამოშორებას შეცდება. წყვილებში ცივაძე და დენის ევსეევი (ყაზახეთი) ალექსანდრ ბობორიკინსა და არტურ შახნუბარიანს (ორივე - რუსეთი) შეხვდებიან.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"