სოფიო შაფათავა გრადოს ტურნირზე წყვილთა შორის მეოთხედფინალში უბრძოლველად გავიდა

AutoSharing Option
თბილისელი ჩოგბურთელი სოფიო შაფათავა იტალიაში იმყოფება. გუშინ ის გრადოს ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) უნდა ჩაბმულიყო წყვილებში, მაგრამ არგენტინელ ფლორენცია მოლინეროსთან ერთად მესამე ნომრად განთესილ ჩვენებურს ნადია პოდოროსკა (არგენტინა) და კამილა როსატელო (იტალია) არ გამოუცხადდნენ და ქართულ-არგენტინული დუეტი მეოთხედფინალში უბრძოლველად გავიდა.

ერთეულებში შაფათავას განთესვით მე-8 ნომერი აქვს. სტარტზე იგი მასპინძელ კამილა სკალასთან გაარკვევს ურთიერთობას.

* * *
"როლან გაროსზე", მართალია, ნიკოლოზ ბასილაშვილი უკვე გამოეთიშა შეჯიბრებას, მაგრამ ერთი წარმომადგენელი კიდევ გვყავს - თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც დანკა კოვინიჩთან (ჩერნოგორია) ერთად
უკრაინელ დებს - ნადია და ლუდმილა კიჩენოკებს დაუპირისპირდება.

* * *
ბაქოს ქალთა 10.000-იან ტურნირში ჩაებმება 14 წლის ანა შანიძე. ასპარეზობის მე-8 ნომერი ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში 19 წლის კატერინა კარპიუკს (უკრაინა) შეხვდება.

წყვილებში ავსტრალიელ ალექსანდრა ვალტერსთან არის შეამხანაგებული და რალინა კალიმულინასა და ანასტასია ნეფიოდოვას (ორივე - რუსეთი) გაუწევს მეტოქეობას.

მართალია, მოწინააღმდეგეები ანაზე უფროსები არიან, მაგრამ სპეციალისტები უპირატესობას ქართველ სპორტსმენს ანიჭებენ, რომელიც ერთეულთა კლასიფიკაციაში 9 ქულით 989-ეა, ხოლო წყვილებში 19 ქულით - 913-ე.

* * *
განახლებული რეიტინგით დანარჩენ ჩვენებურთა მაჩვენებლები ასეთია:

ერთეულები. 230 (225). სოფიო შაფათავა (220), 302 (301). ეკატერინე გორგოძე (138), 467 (469). სოფიო ქვაცაბაია (66), 497 (493). მარიამ ბოლქვაძე (57), 687 (688). ოქსანა კალაშნიკოვა (26), 763 (773). თინათინ ყავლაშვილი (20), 1163 (1117). თამარ ჭალაგანიძე (5).

წყვილები. 50 (45). კალაშნიკოვა (1585), 133 (132). შაფათავა 9522), 215 (214). გორგოძე (314). 396 (392). ქვაცაბაია (123), 652 (655). ბოლქვაძე (47), 769 (769). ყავლაშვილი (30), 1052 (1052). ახალკაცი (12), 1232 (1154). ჭალაგანიძე (5).

* * *
უზბეკურ ანდიჟანში ვაჟთა 25.000-იან საერთაშორისო ტურნირში ჩაებმება გიორგი ცივაძე. ძირითადი ბადის პირველ წრეში იგი გზიდან "ველური ბარათით" მიწვეულ სერგეი ფომინის (უზბეკეთი) ჩამოშორებას შეცდება.

წყვილებში ცივაძე და დენის ევსეევი (ყაზახეთი) ალექსანდრ ბობორიკინსა და არტურ შახნუბარიანს (ორივე - რუსეთი) შეხვდებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული