სოფიო შაფათავა იტალიური გრადოს ტურნირის წყვილთა ნახევარფინალშია

AutoSharing Option
იტალიურ გრადოში,  ჩოგბურთელ ქალთა 25.000-იანი საერთაშორისო ტურნირის წყვილთა პაექრობაში წარმატებით თამაშობს თბილისელი სოფიო შაფათავა.

არგენტინელ ნადია პოდოროსკასთან ერთად იგი მესამე ნომრადაა განთესილი. ქართულ-არგენტინულ დუეტს სტარტზე სათამაშოდ ნადია პოდოროსკა (არგენტინა) და კამილა როსატელო (იტალია) არ გამოუცხადდნენ. გუშინ მეოთხედფინალში შაფათავამ და მოლინერომ ანა ბოგდანსა (რუმინეთი) და ევგენია როდინას (რუსეთი) აჯობეს - 6:3, 4:6, 11:9.

ნახევარფინალში ისინი ასპარეზობის მეორე ნომრებს - ბასაკ ერაიდინსა (თურქეთი) და ალისე მატეუჩს (იტალია) დაუპირისპირდებიან, რომლებმაც მექსიკელები - ვიქტორია როდრიგესი და ანა სანჩესი ჩამოიშორეს გზიდან - 6:3, 0:6, 10:7.

მეორე ნახევარფინალში ჯესიკა მოორე (ავსტრალია), ვარატჩაია ვონგთინჩაი (ტაივანი) და კატალინა პელა (არგენტინა), დანიელა სეგული (ჩილე) ითამაშებენ.

* * *
25 მაისს საფრანგეთის ღია ჩემპიონატის წყვილთა პაექრობაში მოსინჯა ძალები თბილისელმა ოქსანა კალაშნიკოვამ.

ჩერნოგორიელ დანკა კოვინიჩთან ერთად იგი სტარტზე უკრაინელ დებთან - ნადია და ლუდმილა კიჩენოკებთან დამარცხდა - 6:7, 4:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული