არგენტინელ ნადია პოდოროსკასთან ერთად იგი მესამე ნომრადაა განთესილი. ქართულ-არგენტინულ დუეტს სტარტზე სათამაშოდ ნადია პოდოროსკა (არგენტინა) და კამილა როსატელო (იტალია) არ გამოუცხადდნენ. გუშინ მეოთხედფინალში შაფათავამ და მოლინერომ ანა ბოგდანსა (რუმინეთი) და ევგენია როდინას (რუსეთი) აჯობეს - 6:3, 4:6, 11:9.
ნახევარფინალში ისინი ასპარეზობის მეორე ნომრებს - ბასაკ ერაიდინსა (თურქეთი) და ალისე მატეუჩს (იტალია) დაუპირისპირდებიან, რომლებმაც მექსიკელები - ვიქტორია როდრიგესი და ანა სანჩესი ჩამოიშორეს გზიდან - 6:3, 0:6, 10:7.
* * *
25 მაისს საფრანგეთის ღია ჩემპიონატის წყვილთა პაექრობაში მოსინჯა ძალები თბილისელმა ოქსანა კალაშნიკოვამ. ჩერნოგორიელ დანკა კოვინიჩთან ერთად იგი სტარტზე უკრაინელ დებთან - ნადია და ლუდმილა კიჩენოკებთან დამარცხდა - 6:7, 4:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"