საფრანგეთის ღია პირველობა: ორასიანი რაფაელ ნადალი

AutoSharing Option
როლან გაროსზე მეორე წრე დასრულდა და ამ ეტაპმა ისე ჩაიარა, რომ ერთი სენსაციაც არ მომხდარა.

გუშინ, ყველაზე ღირსშესანიშნავი მოვლენა "გრუნტის მეფის" რაფაელ ნადალის სახელს უკავშირდება. ესპანელმა, რომელიც 3 ივნისს 30 წლის გახდება, "დიდი სლემის" ტურნირებზე მე-200 მატჩი მოიგო. ის გახდა ისტორიაში მერვე მოთამაშე, ვინც ამ დიდოსტატურ ზღვარს მიაღწია. ხოლო თუ ესპანელი ამ როლან გაროსზე ფინალამდე მიაღწევს, 204 მოგება დაუგროვდება და უკან ჩამოიტოვებს ლეგენდარულ ამერიკელს პიტ სამპრასს.

ნადალი მეორე წრეში არგენტინელ ფაკუნდო ბანისს ხვდებოდა. მატჩი მოულოდნელად დაიწყო - სამხრეთამერიკელმა პირველივე გეიმში
ბრეიკი შეასრულა, თუმცა, ამას რაფას მხრიდან ზედიზედ ხუთი გეიმის მოგება და 5:2 დაწინაურება მოჰყვა.

შემდეგ ესპანელმა ზედიზედ ცხრა გეიმი აიღო - პირველი სეტის 5:3-დან მესამე სეტის 2:0-მდე. მან 5:2-ზე ვერ შეძლო პირველი მატჩბოლის გამოყენება და საკუთარი გეიმი წააგო, მაგრამ მომდევნო გეიმში მორიგი ბრეიკი შეასრულა და 1/16 ფინალში გავიდა, სადაც თანამემამულე მარსელ გრანოლერსს შეხვდება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 4:0-ს უგებს.

სხვათა შორის, ნადალს ოთხი მოგება სჭირდება იმისთვის, რომ კარიერაში 800 მოგება დაუგროვდეს. ახლა, მან 796 მოგება და 168 წაგება აქვს.

II წრე
კაცები
ჯოკოვიჩი (სერ, 1)-დარცისი (ბელ) 7:5, 6:3, 6:4
ბედენე (ბრიტ)-კარენო ბუსტა (ესპ) 7:6(4), 6:3, 4:6, 5:7, 6:2
ჩორიჩი (ხორ)-ტომიჩი (ავსტრა, 20) 3:6, 6:2, 7:6(4), 7:6(6)
ბაუტისტა აგუტი (ესპ, 14)-მატიო (საფ) 7:6(5), 6:4, 6:1
ფერერი (ესპ, 11)-მონაკო (არგ) 6:7(4), 6:3, 6:4, 6:2
ლოპესი (ესპ, 21)-ესტრელია (ესპ) 6:3, 7:6(8), 6:3
კუევასი (ურუ, 25)-ჰალისი (საფ) 7:6(4), 6:3, 7:6(6)
ბერდიხი (ჩეხ, 7)-ჟაზირი (ტუნ) 6:1, 2:6, 6:2, 6:4
ნადალი (ესპ, 4)-ბანისი (არგ) 6:3, 6:0, 6:3
გრანოლერსი (ესპ)-მაუ (საფ) 6:3, 6:2, 6:1
ზვერევი (გერ)-რობერი (საფ) 6:1, 3:6, 6:1, 6:4
ტიმი (ავსტრია, 13)-გარსია ლოპესი (ესპ) 7:5, 6:4, 7:6(3)
გოფენი (ბელ, 12)-ბერლოკი (არგ) 7:5, 6:1, 6:4
ალმაგრო (ესპ)-ვესელი (ჩეხ) 6:4, 6:4, 6:3
გულბისი (ლატ)-სოუზა (პორ, 26) 6:2, 7:5, 6:3
ცონგა (საფ, 6)-ბაღდატისი (კვიპ) 6:7(6), 3:6, 6:3, 6:2, 6:2

ქალები
ს. უილიამსი (აშშ, 1)-პერეირა (ბრა) 6:2, 6:1
მლადენოვიჩი (საფ, 26)-ბაბოში (უნგ) 6:4, 6:3
სვიტოლინა (უკრ, 18)-თაუნსენდი (აშშ) 6:3, 6:0
ივანოვიჩი (სერ, 14)-ნარა (იაპ) 7:5, 6:1
ს. ნავარო (ესპ, 12)-ვანგი (ჩინ) 6:1, 6:3
ციბულკოვა (სლოვაკ, 22)-კონიუხი (ხორ) 6:4, 3:6, 6:0
პუტინცევა (ყაზ)-პეტკოვიჩი (გერ, 28) 6:2, 6:2
კნაპი (იტა)-სევასტოვა (ლატ) 6:3, 6:4
ბერტენსი (ჰოლ)-ჯორჯი (იტა) 6:4, 6:1
კასატკინა (რუს, 29)-რაზანო (საფ) 3:6, 6:1, 6:3
პუიგი (პ-რიკ)-გორგესი (გერ) 7:5, 6:7(4), 7:5
კისი (აშშ, 15)-დუკე მარინო (კოლ) 6:3, 6:2
ვ. უილიამსი (აშშ, 9)-ჩირიკო (აშშ) 6:2, 6:1
კორნე (საფ)-მარია (გერ) 6:3, 6:7(5), 6:4
პარმენტიე (საფ)-ფალკონი (აშშ) 6:3, 6:1
ბაშჩინსკი (შვეიც, 8)-ბუშარი (კან) 6:4, 6:4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული