მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ამერიკელი სერენა უილიამსი გახდა ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ბოლო 12 თვის მიხედვით. რეიტინგი ამერიკულმა ჟურნალმა "ფორსბმა" გამოაქვეყნა.
უმცროსმა უილიამსმა ამ პერიოდში 28.9 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და ამ მაჩვენებლით გაუსწრო მარია შარაპოვას. ეს უკანასკნელი ბოლო 11 წლის განმავლობაში ლიდერობდა ამ რეიტინგს.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.