ფოტო-NEWS: ჩოგბურთი სახურავზე

AutoSharing Option
მსოფლიოს მესამე ჩოგანმა როჯერ ფედერერმა შტუტგარტის ტურნირში მონაწილეობამდე, ამ ქალაქის ერთ-ერთი სასტუმროს სახურავზე ჩოგბურთი ითამაშა. მისი პარტნიორი იყო გერმანელი ვეტერანი ტომი ჰაასი.

შვეიცარიელი, რომელმაც ზურგის ტრავმის გამო როლან გაროსი გამოტოვა, შტუტგარტში პირველ ნომრად არის განთესილი.

"ძალიან მომეწონა, მხიბლავს ლამაზი ხედები, - განაცხადა ფედერერმა. - შესანიშნავია ქალაქის ცენტრში ყოფნა და ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება.

ამ კვირას ყველაფერია მოსალოდნელი. თუ თავს კარგად ვიგრძნობ, მექნება წარმატების შანსი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული