ბრაუშვაიგის ტურნირის მთავარ ბადეში სოფიო ქვაცაბაიაც ითამაშებს

AutoSharing Option
გერმანულ ბრაუშვაიგში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) ორი ქართველი მონაწილეობს - ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია.

14 ივნისს ჩვენებურთა დუეტმა მე-4 ნომრად განთესილი ტენა ლუკაშისა (ხორვატია) და ბერნარდა პერას (აშშ) ტანდემი დაამარცხა - 1:6, 6:2, 10:7 და მეოთხედფინალში მასპინძლებს - კატერინა გერლაჩსა და კატერინა ჰობგარსკის შეხვდება. გერმანელებმა სტარტზე ვივიან ჰეისენსა (გერმანია) და კატერინა ლეჰნერტს (ფილიპინები) სძლიეს - 6:3, 5:7, 10:5.

ქვაცაბაიამ ერთეულებში პაექრობა კვალიფიკაციიდან დაიწყო,
სადაც კიმბერლი ზიმერმანს (ბელგია) აჯობა - 6:4, 6:3 და მთავარ ბადეში გააღწია, სადაც ტენა ლუკაშთან გაარკვევს ურთიერთობას.

ეკატერინე გორგოძე ლიზა მატვიენკოს (გერმანია) გაუწევს მეტოქეობას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული