"შარაპოვას დისკვალიფიკაციის ვადა, შესაძლოა, ერთ წლამდე შეამცირონ და ამ შემთხვევაში, მას მაინც მოუწევს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის გამოტოვება", - განაცხადა წყარომ.
მარია შარაპოვა ორი წლით არის დისკვალიფიცირებული მელდონიუმის გამოყენების გამო. მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანა სარჩელი ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებაზე. მარიას საქმეს დაჩქარებულ რეჟიმში განიხილავენ და ყველაფერი გაირკვევა არაუგვიანეს 18 ივლისისა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"