მარია შარაპოვას ერთ წელს ჩამოაკლებენ?

AutoSharing Option
სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ, შესაძლოა, რუსი ჩოგბურთელის მარია შარაპოვას დისკვალიფიკაციის ვადა შეამციროს. ამის შესახებ ჟურნალისტებმა იმ წყაროსგან შეიტყვეს, რომელიც კარგად იცნობს რუსის საქმეს.

"შარაპოვას დისკვალიფიკაციის ვადა, შესაძლოა, ერთ წლამდე შეამცირონ და ამ შემთხვევაში, მას მაინც მოუწევს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის გამოტოვება", - განაცხადა წყარომ.

მარია შარაპოვა ორი წლით არის დისკვალიფიცირებული მელდონიუმის გამოყენების გამო. მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანა სარჩელი ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებაზე. მარიას საქმეს დაჩქარებულ რეჟიმში განიხილავენ და ყველაფერი გაირკვევა არაუგვიანეს 18 ივლისისა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული