სერენას პრემიერა: უილიამსზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს

AutoSharing Option
ორშაბათს, ნიუ იორკში გაიმართა მსოფლიოს პირველი ჩოგანის, ამერიკელი სერენა უილიამსის შესახებ დოკუმენტური ფილმის დახურული პრეზენტაცია. სურათის სახელწოდებაა "სერენა" და მის ტელეკომპანია Epix-ის მიერ არის გადაღებული.

ფილმში მოთხრობილია 2015 წლის სეზონზე, რომელშიც უილიამსმა "დიდი სლემის" სამი ტურნირი მოიგო, ხოლო მეოთხეში ნახევარფინალამდე მივიდა. ასევე მაყურებელი გაიგებს უილიამსის დიზაინერული ბიზნესისა და ჩოგბურთელისთვის წლის სპორტული პერსონის პრიზის მინიჭების შესახებ.

პრემიერას დაესწრო Epix-ის პრეზიდენტი მარკ გრინბერგი, დიზაინერები - ტომი ჰილფიგერი და ვერა ვონგი, რეჟისორი სპაიკ ლი, მოდელი კარლი კლოსი, Vogue-ის რედაქტორი ანა ვინტური და სხვები.

"სერენას" ფართო პრემიერა 22 ივნისს არის დაგეგმილი.

ნიუიორკამდე, სერენა ლას ვეგასში იმყოფებოდა და იქ "ბარსელონას" ვარსკვლავს ნეიმარს გადაეყარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული