თანამემამულეს მხარი ვერ აუბა სოფიო ქვაცაბაიამ: მართალია, მან საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით განვლო, მაგრამ გუშინ ძირითადი ბადის პირველ წრეში ტენა ლუკაშთან (ხორვატია) წააგო - 0:6, 2:6, არადა, როგორც ვწერდით, წინა დღეს წყვილებში გორგოძემ და ქვაცაბაიამ სწორედ ტენა ლუკაშისა და ბერნარდა პერას (აშშ) დუეტს
მეოთხედფინალში ჩვენები მასპინძლებს - კრისტინა გერლაჩსა და კრისტინა ჰობგარსკის დაუპირისპირდებიან.
* * *
უზბეკური ფერგანის ქალთა 25.000-იან ტურნირზე ერთეულებში მარიამ ბოლქვაძემ მე-7 ნომრად განთესილ იანა სიზიკოვას (რუსეთი) სძლია - 6:1, 6:4 და წყვილებში ასპარეზობის მესამე ნომერ პოლინა მონოვასა და იანა სიზიკოვას (ორივე - რუსეთი) ტანდემთან მარცხისთვის (1:6, 4:6) რევანში აიღო. ბოლქვაძე მერვედფინალში მეწყვილეს - ჩინელ ქსინიუ გაოს გაუწევს მეტოქეობას. აზიელმა ანა ბლინკოვა (რუსეთი) გაისტუმრა მაყურებლებში - 1:6, 6:1, 6:4.
* * *
ანტალიაში ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) საკვალიფიკაციო ეტაპზე შოთა მეფარიძემ ორ მეტოქეს სძლია - ლუკა სიმკისსა (დიდი ბრიტანეთი, 6:2, 6:4) და სეფა სულოღლუს (თურქეთი, 6:2, 7:6), მაგრამ გადამწყვეტი ორთაბრძოლა ალექსანდრ ბაბანინესთან (ავსტრალია) დათმო - 6:4, 1:6, 3:6. ძირითად ბადეში გიორგი ჯავახიშვილმა ლეონ შუტთან (გერმანია) წააგო - 1:6, 1:6.
ჯავახიშვილისა და მეფარიძის დუეტმა წყვილებში ჯოვანი სამანასა (ლიბია) და ბარტ ვან ლეისენთან (ჰოლანდია) ერთ ხელში კი იმარჯვა - 6:3, მაგრამ ორი წააგო - 2:6, 6:10 და შეჯიბრებას გამოეთიშა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"