სტარტზე მან მასპინძელ ლიზა მატვიენკოს აჯობა (6:4, 2:6, 7:5), გუშინ კი, მეორე წრეში, ასევე სამ სეტში, იტალიელ მარტინა კარეგაროს სძლია - 4:6, 6:3, 6:4 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც შვეიცარიელ პეტი შნიდერთან გაარკვევს ურთიერთობას. ეს უკანასკნელი მეორე ნომრად განთესილ ბერნარდა პერას (აშშ) 5:1-ს უგებდა, ოკეანისგაღმელმა ტრავმა რომ მიიღო და ორთაბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო.
გორგოძემ სოფიო ქვაცაბაიასთან ერთად წყვილებშიც იასპარეზა. გუშინ მეოთხედფინალში ჩვენებურები კატარინა გერლაჩისა და კატარინა
* * *
ფერგანის 25.000-იან ტურნირს გამოეთიშა მარიამ ბოლქვაძე - მეორე წრეში მან მეწყვილე ქსნიუ გაოსთან (ჩინეთი) წააგო - 3:6, 3:6.(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"