ასე რომ, ბასილაშვილს წლევანდელ ტურნირზე სოლიდური ქულები აქვს დასაცავი. 21 ივნისს იგი წარმატებით ჩაება საკვალიფიკაციო ტურნირში - რეიტინგში 105-ე ადგილზე მყოფმა ქართველმა ჩოგბურთელმა 51 წუთში დაამარცხა უკრაინელი დენის მოლჩანოვი, რომელიც მსოფლიოს კლასიფიკაციაში 287-ე საფეხურზეა.
მე-2 წრეში ბასილაშვილი ეგვიპტელ მოჰამედ საფვატს გაუწევს მეტოქეობას. ამ უკანასკნელმა სტარტზე ტომას ლიპოვსეკი
იმედია, თბილისელი სპორტსმენი მეორე რაუნდსაც წარმატებით დაძლევს და ძირითად ბადეში გასასვლელად, ალბათ, ვერც მომდევნო მოწინააღმდეგე შეუშლის ხელს.
* * *
თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა უიმბლდონზე წყვილების ძირითად ბადეში მოსინჯავს ძალებს. ამჟამად იგი სარა ერანისთან (იტალია) ერთად ბრიტანულ ისტბორშია (საპრიზო ფონდი 776.878 დოლარი). ოქსანა რეიტინგით 44-ეა, ერანი - 26-ე. წლეულს მარტში მათ ერთად იასპარეზეს ინდიან უელსის ტურნირზე და ნახევარფინალსაც უწიეს.
ოქსანა და სარა დღეს ტაივანელებს - ჰაო-ჩინ ჩანისა და იუნ-იან ჩანის დაუპირისპირდებიან. წარმატების შემთხვევაში 100-100 ქულას დაიმსახურებენ.
* * *
21 ივნისს სოფიო შაფათავამ რომში იოლად გაისეირნა: იქაური ტურნირის (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) ერთეულთა თანრიგში ალისონ ბაის (ავსტრალია) აჯობა - 6:4, 6:0 და მე-2 წრეში იულია სტამატოვას (ბულგარეთი) მძლეველ (6:3, 7:5) დებორა ჩიეზას (იტალია) შეხვდება. ამ ჩოგბურთელების შარშანდელი დუელი ბრეშას 50.000-იან შეჯიბრებაში ქართველის გამარჯვებით (6:3, 6:1) დასრულდა.
წყვილებში შაფათავამ და რებეკა სრამკოვამ (სლოვაკეთი) მშრალი ანგარიშით დაამარცხეს მასპინძლები - სუსანა და ვირჯინია ჩიკონები - 6:0, 6:0. ქართულ-სლოვაკური დუეტი მეოთხედფინალში ასპარეზობის რეიტინგფავორიტებთან - კლაუდია ჯოვანისა (იტალია) და კატარჟინა პიტერთან (პოლონეთი) გაარკვევენ ურთიერთობას.
* * *
ეკატერინე გორგოძე შვედეთის ქალთა ტურნირში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) განთესვით მეშვიდეა. სტარტზე მან ავსტრიელი პია კონიკი ჩამოიშორა გზიდან - 7:6, 3:6, 6:2. გორგოძე მერვედფინალში ლაურა შაედერს (გერმანია) შეხვდება, რომელმაც ემა ეკი (შვედეთი) დაჯაბნა - 6:2, 6:2.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"