პოლონურ ტურნირში სოფიო ქვაცაბაიამ მოიგო, ეკატერინე გორგოძე დამარცხდა

AutoSharing Option
28 ივნისს პოლონურ ტორუნში დაიწყო ჩოგბურთელ ქალთა 25.000-იანი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ორი ქართველი ჩაება.

სოფიო ქვაცაბაიამ ბელორუს დარია ჩერნეცოვას აჯობა - 6:3, 7:5 და მერვედფინალში ტადეა მეჟირიჩსა (სლოვენია) და ვალერია სავინიხს (რუსეთი) შორის უძლიერესს დაუპირისპირდება.

ეკატერინე გორგოძე სტარტზე კვალიფიკაციიდან აღზევებულ ჩეხ ბარბორა მიკლოვასთან დამარცხდა და შეჯიბრებას გამოეთიშა, რადგან ჩვენებურები წყვილებში არ მონაწილეობენ.

* * *
რომში, ქალთა 50.000-იან ტურნირში წარმატებით აიღო სტარტი სოფიო შაფათავამ. ერთეულთა შეჯიბრების მეორე წრეში იგი ასპარეზობის რეიტინგფავორიტ სილვია სოლერ-ესპინოზას (ესპანეთი) გაუწევს მეტოქეობას, წყვილებში უნგრელ რეკა-ლუკა იანისთან ერთად
გადალახა პირველი ბარიერი.

მეოთხედფინალში ისინი ურთიერთობას გაარკვევენ კრისტიანა ფერანდოსა (იტალია) და ვიქტორია როდრიგესის (მექსიკა) დუეტთან, რომელმაც გუშინ მასპინძლები - ჯორჯია მარჩეტი და მარია მასინი ჩამოიშორა გზიდან - 6:4, 6:3.

* * *
საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანული მარბურგის ჩელენჯერტურნირში (საპრიზო ფონდი 42.500 ევრო) ცდიდა ძალებს, მაგრამ მე-2 ნომრად განთესილი ჩვენებური პირველივე წრეში მიშა ზვერევთან (გერმანია) დამარცხდა - 2:6, 6:4, 6:7 და ტურნირს დაემშვიდობა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული