მსოფლიოს კლასიფიკაციაში 104-ე ადგილზე მყოფი ქართველი ჩოგბურთელი ჰოლანდიელ ეგორ საისლინგს (118-ე) დაუპირისპირდა. პირველი ხელი ნიდერლანდელმა მოიგო - 6:1, მაგრამ მეორე-მესამე სეტებში ბასილაშვილმა მეტოქეს წარმატების ყოველგვარი შანსი გადაუწურა - 6:2, 6:1 გაიმარჯვა და მეორე წრეში მე-8 ნომრით განთესილ კარენ ხაჩანოვთან (მე-100) გაარკვევს ურთიერთობას. ამ უკანასკნელმა სტარტზე ჯანლუკა მაჯერის (იტალია) აჯობა - 6:2, 6:7, 6:0.
* * *
უიმბლდონის გოგონათა ტურნირზე 18 წლის მარიამ ბოლქვაძემ როგორც გაუწყეთ, მარიამმა (რეიტინგით 486-ე) კვალიფიკაციაში ორი გამარჯვება იზეიმა, ძირითადი ბადის სტარტზე 17 წლის ბრიტანელ კეტი სვონს პირველ სეტში 6:5-ს უგებდა, მეტოქემ ტრავმის გამო ასპარეზობის გაგრძელება რომ ვერ შეძლო. გუშინ ბოლქვაძემ პარაგვაელ ლარა ესკაურიზას მძლეველ კარმან კაურ ტანდის (ინდოეთი, 644-ე) აჯობა - 4:6, 6:2, 6:2.
ქართველი ჩოგბურთელი დღეს 17 წლის ამერიკელ სოფიო კენინს (328-ე) გაუწევს მეტოქეობას. ამ უკანასკნელმა მე-2 წრეში 16 წლის არგენტინელი მარია ლურდეს კარლე (ურეიტინგო) ჩამოიშორა გზიდან.
* * *
ბუდაპეშტში ჩოგბურთელ ქალთა 100.000-იან ტურნირში ეკატერინე გორგოძემ მასპინძელი აგნეს ბუკტა დაამარცხა - 4:6, 7:6, 6:4. მერვედფინალში გორგოძე ლიხტენშტეინელი კატინკა ფონ დოიჩმანის მძლეველ (6:3, 6:1) ბარბარა ჰაასს (ავსტრია) გაუწევს მეტოქეობას. სოფიო ქვაცაბაია ბუდაპეშტის ტურნირში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაება. პირველ წრეში ადრიენ ნადი (უნგრეთი) დაამარცხა - 6:3, 6:2, მეორე კი მარტინა დი ჯუზეპესთან (იტალია) დათმო - 4:6, 1:6, მაგრამ, ამის მიუხედავად, იღბლიანი წაგებულის სტატუსით ძირითად ბადეში მაინც მოხვდა, თუმცა იქ ესპანელ ხეორხინა გარსია-პერესთან ვერაფერს გახდა - 2:6, 4:6 და ერთეულთა ტურნირს გამოეთიშა. სამაგიეროდ, ეკატერინე გორგოძესთან ერთად წყვილებში მასპინძლებს - ადრიენ ნადისა და ტიმეა ვისონდას აჯობა - 6:4, 6:0.
ქართველები მეოთხედფინალში აგნეს ბუკტას და ვივიენ იუჰაშოვას (სლოვაკეთი) შეხვდებიან, რომლებმაც ელენა ბოგდანი (რუმინეთი) და ვარატჩავა ვონგთეანჩაი (ტაივანი) ჩამოიშორეს გზიდან - 6:7, 6:4, 10:6.
* * *
იტალიის ქალაქ ტურინში იმყოფება სოფიო შაფათავა. იგი ქალთა 25.000-იან ტურნირში მონაწილეობს. პირველ წრეში მასპინძელ მარტინა ტრევისანს სძლია - 6:4, 6:2. მერვედფინალშიც მეტოქედ იტალიელი ეყოლება - ნასტასია ბურნეტი, რომელმაც თანამემამულე ფედერიკა არჩიდიაკონოს აჯობა - 6:2, 6:4. წყვილებში შაფათავა იტალიელ ალის მატეუჩისთან არის შეამხანაგებული და ასპარეზობის რეიტინგფავორიტია. ისინი სტარტზე თავისუფალნი იყვნენ და შეჯიბრებაში მეოთხედფინალიდან ჩაებმებიან: ჯულია გატო-მონტიკონე-ანასტასია გრიმალსკას და სტეფანია კიეპა-ჯორჯია ტესტას (ოთხივე - იტალია) დუეტებს შორის უძლიერესს გამოცდიან.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"