სოფიოს ამ მარცხისთვის რევანშის შანსი წყვილებში ეძლევა. შაფათავა მასპინძელ ალის მატეუჩისთან ერთად ასპარეზობის რეიტინგფავორიტია.
გუშინ ნახევარფინალში მათ არგენტინელებს - ხულიეტა ლარა ესტაბლესა და დანიელა ფარფანს სამ სეტში აჯობეს - 2:6, 6:4, 10:5 და ფინალში გავიდნენ, სადაც მეტოქედ ლინა ჯორჩესკა (მაკედონია) და დალილა იაკუპოვიჩი (სლოვენია) ეყოლებათ, რომლებმაც მეორე ნახევარფინალში ოლგა პარესი (ესპანეთი) და კამილა როსატელო (იტალია) დაჯაბნეს -
* * *
უიმბლდონის გოგონათა ტურნირის ძირითად ბადეში 18 წლის თბილისელმა მარიამ ბოლქვაძემ (რეიტინგით 486-ე), როგორც ვწერდით, მესამე შეხვედრა 17 წლის ამერიკელ სოფია კენინთან (328-ე) წააგო. სამაგიეროდ, 14 წლის კეტი მაკნეილთან (აშშ) ერთად წარმატებით გამოდის წყვილებში. მარიამმა და კეტიმ სტარტზე ჩინელ სიქი ჩაოს და ამერიკელ ჩიარა ლომერს აჯობეს - 4:6, 6:3, 6:2, მეორე წრეში მე-8 ნომრად განთესილ ჯოდი ენ ბარეჯისა (დიდი ბრიტანეთი) და პანა ედვარდს (უნგრეთი) სძლიეს - 6:4, 6:1.
ქართულ-ამერიკულ დუეტს მეოთხედფინალში მეტოქეობას გაუწევენ ამერიკელები - 14 წლის ამანდა ანისიმოვა და 17 წლის ალექსანდრა სანფორდი, რომლებმაც გუშინ ბრიტანელები - ალი კოლინსი და ფრანჩესკა იონესი ჩამოიშორეს გზიდან - 6:4, 3:6, 7:5.
* * *
უნგრეთის დედაქალაქში ჩოგბურთელ ქალთა 100.000-იან ტურნირს გამოეთიშნენ ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია. ერთეულებში ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ მეოთხედფინალში გორგოძე ბულგარელ ელიცა კოსტოვასთან ვერაფერს გახდა - 1:6, 1:6.
წყვილებში გორგოძემ და ქვაცაბაიამ ნახევარფინალური პაექრობა მე-2 ნომრად განთესილი ჩეხების - ლენა კუნჩიკოვას და კაროლინა სტუჩლას დუეტთან დათმეს - 3:6, 1:6.
* * *
რიოს ლიცენზიანტი ნიკოლოზ ბასილაშვილი გუშინ გერმანული ბრაუშვეიგის ვაჟთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 106.500 ევრო) მეოთხედფინალში ასპარეზობის ბრაზილიელ რეიტინგფავორიტთან, 28 წლის ტომას ბელუჩისთან (კლასიფიკაციით 62-ე) დამარცხდა - 0:6, 4:6. 15-17 ივლისს ბასილაშვილი თბილისში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში დევისის თასზე ზიმბაბვეს წინააღმდეგ ითამაშებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"