ქართველი ჩოგბურთელები: ალექსანდრე მეტრეველის კიდევ ერთი 25.000-იანი

AutoSharing Option
თბილისელმა ალექსანდრე მეტრეველმა გასულ კვირას ჰოლანდიური ამსტელვეენის ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) მოსინჯა ძალები.

ჩვენებური მე-6 ნომრად იყო განთესილი. მან ზედიზედ ხუთი მეტოქე დაამარცხა: როი სარუტ დე ვალკი (ჰოლანდია) - 6:2, 6:4, მაქსიმილიან ნოიკრისტი (ავსტრია) - 3:6, 6:3, 6:4, მილაან ნიესტენი (ჰოლანდია) - 6:7 (4:7), 7:5, 6:1, ბოტიკ ვან დე ზანდშულპი (ჰოლანდია) - 6:2, 1:6, 7:5, იელე სელსი (ჰოლანდია) - 6:2, 6:0 და მთავარი პრიზი მოიპოვა.

წყვილებში მეტრეველმა და ბელორუსმა დმიტრი ჟირმონტმა ნახევარფინალს უწიეს, იქ კი ჰოლანდიურ
დუეტთან (ნიესტენი-ვესტერჰოფი) 5:7-ს აგებდნენ, ტრავმის გამო პაექრობის გაგრძელება რომ ვერ შეძლეს.

ამ კვირას ალექსანდრე მეტრეველი პოლონურ პოზნანში ჩელენჯერზე (საპრიზო ფონდი 42 500 ევრო) ითამაშებს. ძირითადი ბადის სტარტზე იგი არგენტინელ აგუსტინ ველოტს გაუწევს მეტოქეობას, წყვილებში კი ჩვენებური ჰსიენ-იინ პენთან (ტაივანი) მესამე ნომრადაა განთესილი და სტარტზე პედრო სოუზას (პორტუგალია) და მილიან ზეკიჩის (სერბეთი) ტანდემს დაუპირისპირდება.

* * *
სამი ქართველი ითამაშებს თურქეთის ქალაქ ბურსაში ქალთა 50.000-იან საერთაშორისო ტურნირში.

სოფო შაფათავას ძირითად ბადეში განთესვით მე-3 ნომერი აქვს და სტარტზე ბულგარელ დია ევტიმოვასთან გაარკვევს ურთიერთობას. ეკატერინე გორგოძის მეტოქეა რუსი მარგარიტა ლაზარევა, ხოლო სოფო ქვაცაბაია სლოვენიელ ნასტია კოლარს გაუწევს მეტოქეობას.

წყვილებში გორგოძისა და შაფათავას ტანდემი ასპარეზობის რეიტინგფავორიტია და მერვედფინალში გზიდან თურქი პემრა ოზგენისა და ხორვატი ანა ვრლიჩის ჩამოშორებას შეეცდება, ქვაცაბაია და რუსი ლაზარევა კი ბოსნიელ დეა ჰერძელასსა და უკრაინელ ჰანა პოჟიხნირენკოს გამოცდიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული