ერთეულთა თანრიგში სოფიო ქვაცაბაია სტარტზე სლოვენიელ ნასტია კოლართან დამარცხდა - 4:6, 1:6.
მე-3 ნომრად განთესილი სოფიო შაფათავა ძირითადი ბადის სტარტზე დღეს ბულგარელ დია ევტიმოვას შეხვდება. ეკატერინე გორგოძე რუს მარგარიტა ლაზარევას გაუწევს მეტოქეობას.
გუშინ წყვილებში ქვაცაბაია და ლაზარევა ბოსნიელ დეა ჰერძელასსა და უკრაინელ ჰანა პოჟიხნირენკოს
ეკატერინე გორგოძე და სოფიო შაფათავა პირველ ნომრად არიან განთესილნი. ასპარეზობის რეიტინგფავორიტებმა დაძაბულ პაექრობაში გზიდან თურქი პემრა ოზგენი და ხორვატი ანა ვრლიჩი ჩამოიშორეს - 6:2, 3:6, 10:6.
მეოთხედფინალში ჩვენების მეტოქე იქნება ბერთუ ჩენგიზისა (თურქეთი) და ანასტასია გასანოვას (რუსეთი) დუეტი, რომელმაც პირველ წრეში ოანა სიმიონსა (რუმინეთი) და ფრანჩესკა სტეპჰენსონს (დიდი ბრიტანეთი) აჯობა 0:6, 7:5, 10:4.
* * *
ოქსანა კალაშნიკოვა და იაროსლავა შვედოვა (ყაზახეთი) რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 250 000 დოლარი) პირველი განთესვით იასპარეზებენ. სტარტზე შვეიცარიელ კორი პერინსა და ბრაზილიელ ლაურა პიგოსის შეხვდებიან. ბუქარესტის ტურნირის მომგები დუეტი 280-280 სარეიტინგო ქულას დაიმსახურებს.
შვედოვამ უიმბლდონზე უნგრელ ტიმეა ბაბოშთან ერთად ფინალში გააღწია, სადაც დებ უილიამსებთან 3:6, 4:6 დამარცხდა.
* * *
წინა ორი კვირის შედეგების გათვალისწინებით, ჩოგბურთელ ქალთა ასოციაციამ განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა. გაუწყებთ ჩვენებურთა მაჩვენებლებს: ერთეულები. 241 (232). სოფიო შაფათავა (211), 269 (287). ეკატერინე გორგოძე (175), 449 (464). სოფიო ქვაცაბაია (71), 507 (486). მარიამ ბოლქვაძე (56), 794 (779). ოქსანა კალაშნიკოვა (18), 913 (833). თინათინ ყავლაშვილი (12), 1002 (1001). ანა შანიძე (9), 1248 (1255). თამარ ჭალაგანიძე (3).
წყვილები. 49 (45). კალაშნიკოვა (1725), 153 (142). შაფათავა (476), 257 (239). გორგოძე (231), 363 (424). ქვაცაბაია 9141), 721 (723). ბოლქვაძე (36), 891 (900). ანა შანიძე (20), 921 (930). ყავლაშვილი (18), 1097 (1074). ახალკაცი (11), 1251 (1260). ჭალაგანიძე (4).
* * *
ჰოლანდიური ამსტელვეენის ჩოგბურთელ ვაჟთა საერაშორისო ტურნირის გამარჯვებული ალექსანდრე მეტრეველი 12 ივლისს პოლონური პოზნანის ჩელენჯერში (საპრიზო ფონდი 42 500 ევრო) ჩაება. ერთეულთა თანრიგში იგი სტარტზე არგენტინელ აგუსტინ ველოტთან დამარცხდა - 6:7, 2:6. წყვილებში მეტრეველი და ჰსიენ-იინ პენი (ტაივანი) მესამე ნომრად არიან განთესილნი და დღეს ისინი პედრო სოუზას (პორტუგალია) და მილიან ზეკიჩის (სერბეთი) ტანდემს დაუპირისპირდებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"