15-17 ივლისს ქართველი ჩოგბურთელები "მზიურის" კორტებზე ზიმბაბვეს ეროვნულ გუნდს უმასპინძლებენ. ამ მატჩთან დაკავშირებით საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ალექსანდრე მეტრეველს ვესაუბრეთ.
- ცვლილებებით დავიწყებ, - გვითხრა მან. - ნაკრებს ახალი კაპიტანი ჰყავს - ახლო წარსულში ცნობილი ჩოგბურთელი დავით კვერნაძე, ხოლო გუნდის ხელმძღვანელია ჩვენი სახელოვანი
ნაკრების პირველი ნომერია ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ორი დღეა, რაც თბილისში დაბრუნდა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს. მას, როგორც რიოს ოლიმპიადის ლიცენზიანტს, ამ მატჩში გაზრდილი მოტივაცია ექნება, რაც გასამარჯვებლად ერთგვარი სტიმულიცაა.
მეორე ნომერია გიორგი ცივაძე, მესამე ნომრად გიორგი ჯავახიშვილი გვყავს, ხოლო ნაკრების მეოთხე წევრია ნოდარ ითონიშვილი. იგი რვა წელიწადი აქტიურ ჩოგბურთს ჩამოშორებული იყო, მაგრამ უმისოდ ვერ გაძლო და ისევ დაუბრუნდა კორტს. კარგა ხანია, ამ პაექრობისთვის მონდომებით ემზადება. ნაკრებში მისი მოწვევა გუნდის ახალი ხელმძღვანელების იდეა იყო.
- ალექსანდრე მეტრეველს არ შეხმიანებიხართ?
- როგორც ვიცი, ლაბაძე და კვერნაძე ტელეფონით დაუკავშირდნენ. საუბრის დეტალებს არ ვიცნობ, მაგრამ შედეგს თავადაც ხედავთ - იგი დღეს ნაკრებში არ არის.
- მეტოქეზე რას იტყვით?
- ზიმბაბვე ჩოგბურთის ტრადიციებით მდიდარი ქვეყანაა. მართალია, ამჟამად მისი ჩოგბურთელები რეიტინგში მოწინავეთა შორის არ არიან, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ დანიას არაფრით ჩამოუვარდებიან.
საერთოდაც, დევისის თასის ევროაფრიკულ მეორე ზონაში ხელწამოსაკრავი გუნდები არ არიან. მათ შორისაა ჩვენი მეტოქეც. ზონაში ადგილის შესანარჩუნებლად აუცილებლად მოგება გვჭირდება. ჩვენი კოზირი ის არის, რომ შინ ვთამაშობთ და გულშემატკივრების მხარდაჭერის იმედი გვაქვს. დანარჩენს კი უშუალოდ პაექრობები გვიჩვენებს.
პარასკევს და კვირას შეხვედრები "მზიურში" 13 საათზე, ხოლო შაბათს 15 საათზე დაიწყება. ზიმბაბვეს ნაკრები, კაპიტან მარტინ დზუვას ხელმძღვანელობით, ასეთი შემადგენლობით გვეწვია: ბენჟამინ ლოკი (982), კორტნი ჯონ ლოკი (2086), მარკ ფინი (1119) და მეხლულ სიბანდა (ურეიტინგო).
- დღეს თქვენ ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა გქონდათ...
- დიახ, ზიმბაბვეს ნაკრებთან მომავალ მატჩსა და ნაკრების შემადგენლობაზე ვიმსჯელეთ. სხვა საკითხებიც იყო. მოგეხსენებათ, რომ წლეულს ოთხწლიანი ოლიმპიური ციკლი მთავრდება და რიოს თამაშების შემდეგ ფედერაციებში შემაჯამებელი საანგარიშო-საარჩევნო ყრილობები გაიმართება. ჩვენ ფედერაციის ყრილობა 25 აგვისტოს დავნიშნეთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"