ქართველი ჩოგბურთელები: ოქსანა კალაშნიკოვა და იაროსლოვა შვედოვა ისევ ერთად

AutoSharing Option
წლეულს, ივნისის პირველ დეკადაში თბილისელმა ოქსანა კალაშნიკოვამ და ყაზახმა იაროსლავა შვედოვამ ჰოლანდიის ქალაქ ჰერტოგენბოშის ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 250.000 დოლარი) ერთად იასპარეზეს წყვილთა შორის და მთავარ პრიზთან ერთად 280-280 სარეიტინგო ქულა დაიმსახურეს. მერე შვედოვამ უიმბლდონზე უნგრელ ტიმეა ბაბოშთან ერთად მხოლოდ ფინალი დათმო დებ უილიამსებთან, ხოლო კალაშნიკოვამ და სარა ერანიმ პირველივე შეხვედრა წააგეს.

და აი, კალაშნიკოვა და შვედოვა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ახალ საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 250.000 დოლარი) ჩაებნენ.

13 ივლისს სტარტზე კონი პერინისა (შვეიცარია) და ლაურა პიგოსის (ბრაზილია)
ტანდემი ჩამოიშორეს გზიდან - 6:4, 6:4.

მეოთხედფინალში ქართულ-ყაზახური დუეტი, რომელიც პირველ ნომრადაა განთესილი, ჩეხებს - ლენკა კუნჩიკოვას და კაროლინა სტუხლას გაუწევენ მეტოქეობას.

ჩეხებმა პირველ წრეში ხეორხინა გარსია-პერესი და მარია ხოსე მარტინეს სანჩესს (ორივე - ესპანეთი) მოუგეს - 7:5, 5:7, 10:5.

* * *
ბურსაში, ჩოგბურთელ ქალთა 50.000-იან საერთაშორისო ტურნირში სამი ქართველი ჩაება. პირველი წრის შემდეგ შეჯიბრებას ორი შემორჩა. ერთეულებსა და წყვილებში სოფიო ქვაცაბაიას მარცხის შესახებ უკვე ვწერდით.

13 ივლისს მესამე ნომრად განთესილმა სოფიო შაფათავამ ბულგარელი დია ევტიმოვა დაამარცხა - 6:3, 6:2 და მერვედფინალში უზბეკ აქკულ ამანმურადოვას შეხვდება. ამ უკანასკნელმა სერბი მილანა სპრემო ჩამოიშორა გზიდან - 6:4, 6:2.

მეორე წრეში ითამაშებს ეკატერინე გორგოძეც - ქართველმა ჩოგბურთელმა რუს მარგარიტა ლაზარევას აჯობა - 6:2, 6:1. ჩვენებურის მომდევნო მეტოქე იქნება მასპინძელი ინსი ოქუთის მძლეველი (6:1, 6:2) უკრაინელი, ტურნირის მეოთხე ნომერი ვალერია სტრახოვა.

წყვილებში ასპარეზობის რეიტინგფავორიტები - შაფათავა და გორგოძე მეოთხედფინალურ შეხვედრას ბერთუ ჩენგიზსა (თურქეთი) და ანასტასია გასანოვასთან (რუსეთი) გამართავენ.

ამ პაექრობაში გამარჯვებული ნახევარფინალში ანასტასია კომარდინა (რუსეთი)-ნინა სტოიანოვიჩისა (სერბეთი) და აილა აქსუ-მელის სეზერის (ორივე - თურქეთი) დუეტებს შორის უძლიერესთან გაარკვევს ურთიერთობას.

* * *
ჩოგბურთელ ვაჟთა განახლებულ კლასიფიკაციაში მხოლოდ ოთხი ქართველია. ნიკოლოზ ბასილაშვილმა 17 საფეხურით ჩამოინაცვლა და ახლა 481 ქულით 121-ე ადგილზეა.

305 (283). ალექსანდრე მეტრეველი (155), 1020 (1020). გიორგი ცივაძე (11), 1493 (1500). გიორგი ჯავახიშვილი (3).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ნაკრები (ნიკოლოზ ბასილაშვილი, გიორგი ცივაძე, გიორგი ჯავახიშვილი, ნოდარ ითონიშვილი, კაპიტანი დავით კვერნაძე, გუნდის უფროსი ირაკლი ლაბაძე) 15-17 ივლისს "მზიურის" კორტებზე დევისის თასის მეორე ევროაფრიკულ ზონაში დასარჩენად ზიმბაბვეს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული