რიო უროჯეროდ: ფედერერი 2016 წელს აღარ ითამაშებს

AutoSharing Option
ცუდი ამბავი შეიტყვეს გუშინ როჯერ ფედერერის გულშემატკივრებმა. შვეიცარიელი ლეგენდა ვერ ითამაშებს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე და გამოტოვებს სეზონის დარჩენილ ნაწილს.

"ძალიან იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ ვერ წარმოვადგენ შვეიცარიას ოლიმპიადაზე. მომიწევს სეზონის დარჩენილი ნაწილის გამოტოვება. ექიმებთან და ჩემს გუნდთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე სეზონის დასრულების რთული გადაწყვეტილება, რადგან დრო მჭირდება მუხლზე ოპერაციის შემდეგ აღდგენისთვის. ექიმებმა მითხრეს, რომ თუ კიდევ რამდენიმე წელი თამაში მინდა, მაშინ მუხლს ბოლომდე აღდგენა უნდა ვაცალო.

მოტივირებული ვარ, როგორც არასდროს და მთელს ენერგიას მივცემ იმისთვის, რათა ძლიერი და ჯანმრთელი დავბრუნდე 2017
წელს. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის", - დაწერა თავის "ფეისბუქზე" ფედერერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული