2016 წელს როჯერს არც ერთი ტურნირი არ მოუგია: "დიდი სლემის" ჩემპიონატებზე ორჯერ ნახევარფინალში გავიდა და ითამაშა ბრისბენის ტურნირის ფინალში. სულ მან 21 მატჩი მოიგო და შვიდჯერ დამარცხდა.
მიმდინარე სეზონის ბოლოს, ფედერერს კლასიფიკაციაში 2130 ქულა ექნება და დიდი ალბათობით, შვეიცარიელი მე-13 ადგილზე ქვემოთ აღმოჩნდება, რაც მისთვის ყველაზე ცუდი შედეგი იქნება 2000 წლის შემდეგ.
მაშინ, როჯერმა წელი 29-ე ნომრად დაასრულა, მომდევნო სეზონიდან მოყოლებული კი მე-13 ადგილზე
ამ მომენტისთვის, "დიდი სლემის" 17-გზის ჩემპიონი მესამეა ATP-ის რეიტინგში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"