თურქ ანილ იუკსელთან ერთად იგი მე-4 ნომრადაა განთესილი. ქართულ-თურქულმა დუეტმა სტარტზე სძლია ბელორუსებს - მიკალაი ჰალიაკსა და ალიაქსანდრ ჰალინკოს - 6:0, 6:4, შემდეგ უკრაინელები - იური კრივოი და ალექსანდრ ლებედინი ჩამოიშორა გზიდან - 6:0, 6:3. 25 აგვისტოს ნახევარფინალში კი მეორე ნომრად განთესილი მარატ დევიატიაროვი (უკრაინა) და ვლასკო მლადენოვი (ბულგარეთი) დაამარცხა - 6:3, 6:4.
ცივაძე და იუკსელი ფინალში ასპარეზობის რეიტინგფავორიტ ბრიტანელებს - სკოთ კლეიტონსა და ჯონი ომარას გაუწევენ
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"