ბოლო ცნობა ავარიაში დაშავებული სანდრო მეტრეველის შესახებ

AutoSharing Option
ჩოგბურთელ სანდრო მეტრეველის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე მეტრეველმა განუცხადა.

მისი თქმით, სანდრო მეტრეველის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"სანდროს მოტეხილობები აქვს. მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა ალექსანდრე მეტრეველმა.

30 აგვისტოს, თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად 3 ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა. დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი მარკის ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა.

სამივე დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანა. ავტომობილს საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრების ყოფილი წევრი სანდრო მეტრეველი მართავდა.

წყარო: interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს ის არაა საქართველოს ნაკრებზე რომ უარი თქვა?!
დინამო
01 სექტემბერი 2016 14:41
0
იქნებ იმ ბიჭების ჯანმრთელობაც მოიკითხოთ და გაგვაგებინოთ ტროტუარზე რომ მიასრისა ამ ვაჟბატონმა. ეს კი გამომძვრალა და რაღა უჭირს გადაჯდება ახალ BMW-ზე.
vaso
01 სექტემბერი 2016 13:28
0
ღმერთმა უშველოთ
Irakli apkhaidze
01 სექტემბერი 2016 12:04
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული