ამიტომაც, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა სერენა უილიამსის ახალი რეკორდი. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა მეორე წრეში თანამემამულე ვანია კინგი 6:3, 6:3 დაამარცხა, გუშინ კი კიდევ უფრო იოლად - 6:2, 6:1 სძლია შვედ იოჰანა ლარსონს. ეს იყო "დიდი სლემის" ტურნირებზე სერენას 307-ე მოგება, რაც ქალებს შორის აბსოლუტური რეკორდია. შესაბამისი სიის პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
307 - სერენა უილიამსი
306 - მარტინა ნავრატილოვა
299 - კრის
278 - შტეფი გრაფი
241 - ვინუს უილიამსი
კიდევ ერთი მოგება და სერენა რეკორდსმენი იქნება ქალებშიც და მამაკაცებშიც. ამ მომენტისთვის, ის რეკორდს იყოფს როჯერ ფედერერთან, რომელსაც ასევე 307 მოგება აქვს "სლემებზე", მაგრამ წელს ტოვებს ამერიკის ღია პირველობას.
* * *
ასევე ორი მატჩის მოგება მოასწრო ვინუს უილიამსმა. მეორე წრეში მან ორ სეტში დაამარცხა გერმანელი იულია გორგესი და აშშ-ის ღიაზე 70-ე გამარჯვება იზეიმა. ამერიკელი მეხუთე ქალია ისტორიაში, ვინც ასეთ შედეგს მიაღწია. გუშინ, მერვედფინალში კი ვინუსმა კიდევ ერთი გერმანელი ლაურა ზიგემუნდი გაანადგურა - 6:2, 6:1. უილიამსის მეტოქეს საერთოდ არ ჰქონდა მეორე მოწოდება, რომლის დროსაც ამერიკელმა ქულების 78 (!) პროცენტი მოიგო.
უპრობლემო ფავორიტები
ქალების ბადეში ფავორიტებს პრობლემები არ ჰქონიათ.აგნიეშკა რადვანსკა კლასის ხარჯზე იოლად გაუსწორდა კაროლინ გარსიას. როგორც წლევანდელ როლან გაროსზე, ახლაც, პოლონელმა სეტი არ მისცა მეტოქეს - 6:2, 6:3. მერვედფინალში აგნიეშკა 18 წლის ხორვატ სენსაციას ანა კონიუხს შეხვდება. ამ უკანასკნელმა სამ სეტში დაამარცხა ამერიკელი ვარვარა ლეპჩენკო. რადვანსკა და კონიუხი წელს, უიმბლდონზე შეხვდნენ ერთმანეთს და პოლონელმა გადამწყვეტი სეტი 9:7 მოიგო, თან სამი მატჩბოლი მოიგერია.
* * *
კინაღამ სენსაცია მოხდა სიმონა ჰალეპისა და ტიმეა ბაბოშის მატჩში. პირველი პარტიის დამაჯერებლად მოგების შემდეგ, რუმინელს ზურგი ატკივდა და წაგების პირას დადგა - დამარცხდა მეორე სეტში და მესამეს 2:4-ს აგებდა. ჰალეპმა შეძლო დაკარგული ბრეიკის დაბრუნება, 4:4-ზე კი 15:40-დან გადაარჩინა გეიმი და შემდეგ გადამწყვეტი ბრეიკიც შეასრულა - 6:1, 2:6, 6:4.
* * *
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სატურნირო ბადეს არც ერთი რუსი ჩოგბურთელი აღარ შემორჩა. გუშინ, კარლა სუარეს ნავარომ ოთხიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და ამის ხარჯზე აჯობა ელენა ვესნინას - 6:3, 6:4. ანასტასია პავლიუჩენკოვამ კი ვერაფერი მოუხერხა კაროლინა პლიშკოვას მძლავრ თამაშს: ჩეხს ორ სეტში 16 "ვინერსი" ჰქონდა, პავლიუჩენკოვას - მხოლოდ სამი.
* * *
საინტერესო წყვილი მივიღეთ მერვედფინალში: ანჟელიკ კერბერი პეტრა კვიტოვას წინააღმდეგ. კერბერი 17 წლის სტუდენტს კეტრინ ბელისს ეთამაშებოდა. ამერიკელი კარგად თამაშობდა მიღებაზე - ერთი ბრეიკი და შვიდი ბრეიკპოინტი, მაგრამ თავის გეიმებში ძალიან სუსტი იყო.
რაც შეეხება კვიტოვას, მას ჯერ სეტი არ აქვს წაგებული. უკრაინელი ელინა სვიტოლინას წინააღმდეგ ჩეხს მცირე პრობლემები მხოლოდ მაშინ შეექმნა, როცა 6:3, 4:0 იყო დაწინაურებული. სვიტოლინამ შეძლო მეორე სეტში ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ მაინც ვერ გადაიყვანა მატჩი მესამე პარტიაში.
* * *
მესამე რაუნდის გმირი აღმოჩნდა მედისონ კისი. ამერიკელი მესამე სეტში 1:5-ს აგებდა იაპონელ ნაომი ოსაკასთან, მაგრამ შეძლო თამაშში დაბრუნება და პარტიის ტაი-ბრეიკზე მოგება. ამასთან, ჯერ კიდევ 5:4-ზე, ოსაკა უკვე ხვდებოდა, რომ განწირული იყო და ყოველი გათამაშების შემდეგ, სახიდან ცრემლებს იწმენდდა.
* * *
ამა წლის იანვარის შემდეგ, დანიელმა კაროლინ ვოზნიაცკიმ პირველად მოიგო ზედიზედ სამი მატჩი. რუსების ფავორიტის სვეტლანა კუზნეცოვას დამარცხების შემდეგ, დანიელმა მონიკა ნიკულესკუ გაანადგურა - 6:3, 6:1.
ქალები
II წრე
ს. უილიამსი (აშშ, 1)-კინგი (აშშ) 6:3, 6:3
ა. რადვანსკა (პოლ, 4)-ბროუდი (ბრიტ) 7:6(9), 6:3
ჰალეპი (რუმ, 5)-საფაროვა (ჩეხ) 6:3, 6:4
ვ. უილიამსი (აშშ, 6)-გორგესი (გერ) 6:2, 6:3
კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 10)-გონსალესი (პარ) 6:1, 7:5
სუარეს ნავარო (ესპ, 11)-იანკოვიჩი (სერ) 6:1, 6:4
ლეპჩენკო (აშშ)-ბაშჩინსკი (შვეიც, 15) 6:4, 4:6, 6:4
ს. ჟანგი (ჩინ)-სტოსური (ავსტრა, 16) 6:3, 6:3
პავლიუჩენკოვა (რუს, 17)-მლადენოვიჩი (საფ)6:2, 4:6, 7:6(5)
ვესნინა (რუს, 19)-ბეკი (გერ) 6:2, 6:1
გარსია (საფ, 25)-სინიაკოვა (ჩეხ) 4:6, 6:4, 6:4
ზიგემუნდი (გერ, 26)-გიბსი (აშშ) 6:3, 7:5
ბაბოში (უნგ, 31)-ჰოგენკამპი (ჰოლ) 6:2, 6:4
ლარსონი (შვედ)-ალერტოვა (ჩეხ) 6:3, 6:1
შვედოვა (ყაზ)-ვანგი (ჩინ) 6:0, 6:1
კონიუხი (ხორ)-ნარა (იაპ) 6:3, 6:3
1/16 ფინალი
ს. უილიამსი (აშშ, 1)-ლარსონი (შვედ) 6:2, 6:1
კერბერი (გერ, 2)-ბელისი (აშშ) 6:1, 6:1
ა. რადვანსკა (პოლ, 4)-გარსია (საფ, 25) 6:2, 6:3
ჰალეპი (რუმ, 5)-ბაბოში (უნგ, 31) 6:1, 2:6, 6:4
ვ. უილიამსი (აშშ, 6)-ზიგემუნდი (გერ, 26) 6:1, 6:2
ვინჩი (იტა, 7)-ვიტჰოფტი (გერ) 6:0, 5:7, 6:3
კისი (აშშ, 8)-ოსაკა (იაპ) 7:5, 4:6, 7:6(3)
კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 10)-პავლიუჩენკოვა (რუს, 17) 6:2, 6:4
სუარეს ნავარო (ესპ, 11)-ვესნინა (რუს, 19) 6:4, 6:3
ცურენკო (უკრ)-ციბულკოვა (სლოვაკ, 12) 3:6, 6:3, 6:4
კონტა (ბრიტ, 13)-ბენჩიჩი (შვეიც, 24) 6:2, 6:1
კვიტოვა (ჩეხ, 14)-სვიტოლინა (უკრ, 22) 6:3, 6:4
ვოზნიაცკი (დან)-ნიკულესკუ (რუმ) 6:3, 6:1
სევასტოვა (ლატ)-ბონდარენკო (უკრ) 6:4, 6:1
შვედოვა (ყაზ)-ს. ჟანგი (ჩინ) 6:2, 7:5
კონიუხი (ხორ)-ლეპჩენკო (აშშ) 6:3, 3:6, 6:2
1/8 ფინალი
ს. უილიამსი (აშშ, 1)-შვედოვა (ყაზ)
სუარეს ნავარო (ესპ, 11)-ჰალეპი (რუმ, 5)
ა. რადვანსკა (პოლ, 4)-კონიუხი (ხორ)
კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 10)-ვ. უილიამსი (აშშ, 6)
კისი (აშშ, 8)-ვოზნიაცკი (დან)
კონტა (ბრიტ, 13)-სევასტოვა (ლატ)
ვინჩი (იტა, 7)-ცურენკო (უკრ)
კვიტოვა (ჩეხ, 14)-კერბერი (გერ, 2)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"