გიორგი ცივაძე ჩიმკეტის ტურნირს გამოეთიშა, მაგრამ ყაზახეთში რჩება

AutoSharing Option
ყაზახურ ჩიმკენტში კვირას დამთავრდება ჩოგბურთელ ვაჟთა 10.000-იანი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ნაკრების წევრი გიორგი ცივაძე მონაწილეობდა.

იგი პირადი პირველობის მეორე წრეში რუს დანიილა არსენოვთან დამარცხდა, წყვილებში კი, როგორც ვწერდით, უზბეკ შოქმაჯონ შოფაიზიევთან ერთად მეორე ნომრად იყო განთესილი.

ქართულ-უზბეკურმა დუეტმა ზედიზედ ორი ორთაბრძოლა მოიგო და გუშინ ნახევარფინალში ასპარეზობის მეოთხე ნომრებს - ჟურაბეკ კარიმოვსა (უზბეკეთი) და რომან ხასანოვს (ყაზახეთი) დაუპირისპირდა. ცივაძემ და შოფაიზიევმა მეტოქეებს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს - ორივე სეტი დათმეს - 2:6, 3:6 და ტურნირს გამოეთიშნენ.

თუმცა ჩვენებური
ჩიმკენტს არ დამშვიდობებია, რადგან მომავალ კვირას ახალ 10.000-იან ტურნირში ჩებმება.

მეორე ნახევარფინალში ასპარეზობის რეიტინგფავორიტები - სანჯარ ფაიზიევი (უზბეკეთი) და ტიმურ ხაბიბულინი (ყაზახეთი) მესამე ნომრებთან - მიხაილ ფუფიგინსა (რუსეთი) და ვლადიმირ ივანოვთან (ესტონეთი) დამარცხდნენ - 4:6, 5:7.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული