როჯერ ფედერერი ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშებს

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა როჯერ ფედერერმა დაადასტურა 2017 წელს, ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაში.

შეგახსენებთ, რომ "დიდი სლემის" ტურნირების 17-გზის ჩემპიონმა ჯერ კიდევ აგვისტოში გამოაცხადა, რომ სეზონს ნაადრევად დაასრულებს, ტრავმირებულ მუხლზე აღდგენით კურსს ჩაიტარებს და კონცენტრაციას 2017 წლის სეზონზე გააკეთებს. თუმცა, მაშინ დარჩა კითხვები "დიდი სლემის" პირველ ტურნირში მის მონაწილეობაზე.

"ჩემი მოტივაცია და სპორტის მიმართ სიყვარული ძლიერია, როგორც არასდროს და მართლაც მოუთმენლად ველოდები ავსტრალიაში გამგზავრებას. მონდომებით ვვარჯიშობ, რათა საუკეთესო ფორმაში დავბრუნდე. თავიდან ჰოპმანის თასზე გამოვალ, შემდეგ კი ავსტრალიის ღია პირველობაზე გავემგზავრები",
- განაცხადა ფედერერმა Herald Sun-სთვის კომენტარში.

როჯერი ოთხჯერ იყო ავსტრალიის ღიას ჩემპიონი. ბოლოს ეს 2010 წელს მოხდა.
"დიდი სლემის" პირველი ტურნირი იანვარში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული