შეგახსენებთ, რომ "დიდი სლემის" ტურნირების 17-გზის ჩემპიონმა ჯერ კიდევ აგვისტოში გამოაცხადა, რომ სეზონს ნაადრევად დაასრულებს, ტრავმირებულ მუხლზე აღდგენით კურსს ჩაიტარებს და კონცენტრაციას 2017 წლის სეზონზე გააკეთებს. თუმცა, მაშინ დარჩა კითხვები "დიდი სლემის" პირველ ტურნირში მის მონაწილეობაზე.
"ჩემი მოტივაცია და სპორტის მიმართ სიყვარული ძლიერია, როგორც არასდროს და მართლაც მოუთმენლად ველოდები ავსტრალიაში გამგზავრებას. მონდომებით ვვარჯიშობ, რათა საუკეთესო ფორმაში დავბრუნდე. თავიდან ჰოპმანის თასზე გამოვალ, შემდეგ კი ავსტრალიის ღია პირველობაზე გავემგზავრები",
როჯერი ოთხჯერ იყო ავსტრალიის ღიას ჩემპიონი. ბოლოს ეს 2010 წელს მოხდა.
"დიდი სლემის" პირველი ტურნირი იანვარში გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"