სერენა უილიამსმა კერბერი აირჩია

AutoSharing Option
ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (WTA) საკუთარ ვებგვერდზე დაიწყო გამოკითხვა 2016 წლის საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენად. პრეტენდენტთა სია ასეთია: ანჟელიკ კერბერი, სერენა უილიამსი, გარბინ მუგურუსა, სიმონა ჰალეპი და კაროლინა პლიშკოვა.

კერბერმა 2016 წელს მოიგო ავსტრალიისა და აშშ-ის ღია პირველობები, გახდა რიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი, აგრეთვე კლასიფიკაციაში პირველი ადგილი წაართვა სერენა უილიამსს;

სერენამ დაიცვა ტიტული უიმბლდონზე და ითამაშა ავსტრალიის ღიასა და როლან გაროსის ფინალებში;

გარბინ მუგურუსა გახდა როლან გაროსის ჩემპიონი;

სიმონა ჰალეპმა 2016 წელს სამი ტურნირი მოიგო, კაროლინა პლიშკოვამ - ორი, აგრეთვე, აშშ-ის ღიას
ფინალამდე მიაღწია.

WTA-ის ვებგვერდზე განთავსებული კომენტარებიდან ერთ-ერთი სერენა უილიამსის იყო, რომელმაც თავისი ხმა კერბერს მისცა.

* * *
ამასობაში, გაირკვა წლის შემაჯამებელი ჩემპიონატის მეექვსე მონაწილე. ანჟელიკ კერბერს, სერენა უილიამსს, სიმონა ჰალეპს, აგნიეშკა რადვანსკასა და კაროლინა პლიშკოვას გარბინ მუგურუსა დაემატა.

ასე რომ, სინგაპურში გასამგზავრებლად ორი ვაკანსიაა დარჩენილი. სეზონის დასკვნითი ტურნირი 23-30 ოქტომბერს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული