ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-10 ჩოგანი ტომაშ ბერდიხი დაამარცხა! [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს "ვიენა ოუფენზე", რომლის საპრიზო ფონდი 1,8 მილიონი ევროა, ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა უდიდესი სენსაცია მოახდინა მსოფლიოს მე-10 ჩოგანი, ჩეხი ტომაშ ბერდიხი დაამარცხა - 6:4, 6:7 (5), 7:5.

ეს შეხვედრა ტურნირის პირველ წრეში გაიმართა, სადაც მსოფლიოს 107-ე ჩოგანი საკვალიფიკაციო ბადიდან მოხვდა, ხოლო ბერდიხი მე-2 ნომრად იყო განთესილი.

ბრძოლა ორსაათნახევარს გასტანა და ქართველი ჩოგბურთელი გამარჯვებასთან რამდენჯერმე იყო ახლოს, თუმცა ჯერ მე-2 სეტი დათმო ტაი-ბრეიკში, შემდეგ მეტოქეს 4:1 "ამოაქაჩინა". საბოლოოდ, ჩვენებურმა მაინც გატეხა სახელოვანი მეტოქე და მეორე წრეში გავიდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

27
ოქტომბერს ბასილაშვილის მორიგი მეტოქე რუსი კარენ ხაჩანოვია (63). ჩვენებურმა უკვე გამოიმუშავა 65 ქულა (20 საკვალიფიკაციოს მოგებისთვის) და 25 ათასი ევრო.

იხილეთ ინგლისური ვერსია - Georgian Nikoloz Basilashvili celebrates his first top 10 victory defeating Tomas Berdych
მკითხველის კომენტარები / 12 /
Warmatebebi kidev ert magar kartvels
luna
12:09 26-10-2016
0
სასიხარულოა. მაგრამ შეუძლია მას მაღალ დონეზე ზედიზედ რამდენიმე მატჩის ჩატარება? განსხვავება ნიკოლოზსა და დიდ ჩოგბურთელებს შორის არის ის რომ მათ შეუძლიათ.
ლუკა
01:50 25-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული