სოფიო შაფათავამ ჟანლან ვეისს რევანში ერთეულებში აუღო

AutoSharing Option
ჩინურ ლიუჟოუს 50.000-იან ტურნირში სოფიო შაფათავამ, როგორც ვწერდით, წყვილთა პაექრობისას სტარტზე რუს ანგელინა გაბუევასთან ერთად მასპინძლებთან - ძიუ სანსა და ჟანლან ვეისთან წააგო - 5:7, 2:6.

ქართველმა ჩოგბურთელმა გუშინ ერთეულებში რევანში აიღო - პირველ წრეში კვალიფიკაციიდან აღზევებულ ჟანლან ვეის სძლია - 7:6, 6:2 და მერვედფინალში გავიდა, სადაც კიდევ ერთ ჩინელს - მესამე ნომრად განთესილ იაფენ ვანს შეხვდება. ამ უკანასკნელმა ჟაკლინ კაკო (აშშ) დაამარცხა - 6:2, 6:4.

დიდი ბრიტანეთის 10.000-იან ტურნირში ჩაება მარიამ ბოლქვაძე. მას განთესვით მე-4 ნომერი აქვს. პირველ წრეში
ბრიტანელ მანიშა ფოსტერს აჯობა - 6:2, 6:3. მეორეში მას მეტოქეობას გაუწევს ჰოლანდიელი ბიბიანე შოოფსი, რომელმაც გუშინ ფინელი მია ნიკოლე ეკლუნდი ჩამოიშორა გზიდან იოლად - 6:1, 6:1.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული