სტარტზე ესპანელ ინიგო სერვანტესს (81-ე) დაუპირისპირდა. ეს ჩოგბურთელები პირველად 2014 წლის 30 ივლისს დადგნენ ერთმანეთის პირისპირ. მაშინ იტალიის ტურნირის მეთექვსმეტედფინალში ჩვენებურმა სამ სეტში აჯობა მეტოქეს - 7:6, 5:7, 7:5. ბასილაშვილს პირენეელთან წარმატების მისაღწევად ამჯერადაც სამი სეტი დასჭირდა: პირველი ხელი ქართველმა ჩოგბურთელმა მშრალი ანგარიშით (6:0) მოიგო, მეორე 4:6 დათმო, მესამე სეტში 6:4 გაიმარჯვა და კვალიფიკაციის ფინალში გავიდა, სადაც რეიტინგში 64-ე საფეხურზე მყოფ რობინ ჰაასეს (ჰოლანდია)
არადა, პირველ ხელს თავიდან ბასილაშვილი 3:0-ს იგებდა.
* * *
ანტალიაში, ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) მონაწილეობდა სოფიო ქვაცაბაია. ასპარეზობის რეიტინგფავორიტმა ქართველმა ზედიზედ დაამარცხა ანდრინა პეერი (შვეიცარია, 6:3, 6:3), დენიზე-ანტონელა სტოიცა (რუმინეთი, 6:2, 6:3) და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც პირველი ხელი რუს ულიანა აიზატულინას 7:6 მოუგო, მეორეში, როცა ანგარიში გახდა 2:2, ქვაცაბაიამ ტრავმა მიიღო და შეხვედრის გაგრძელება ვერ შეძლო.
სამწუხაროდ, ვერც წყვილებში ითამაშა, არადა, ბულგარელ დია ევტიმოვასთან ერთად ნახევარფინალს უწია. ქართულ-ბულგარული დუეტის მეტოქეები - ტაისია და იანა მორდერგერები (გერმანია) ფინალში უბრძოლველად გავიდნენ, მერე გადამწყვეტი პაექრობა მოიგეს და მთავარი პრიზი მოიპოვეს.
ქვაცაბაია ანტალიაში რჩება და ახალი 10.000-იანი ტურნირის განაცხადში მისი გვარი მესამე ნომრადაა შეტანილი.
* * *
ჩინურ ჩანჟოუში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) ითამაშებს სოფიო შაფათავა, რომელიც განთესვით მეორეა და სტარტზე ნორვეგიელ მელანი სტოკს შეხვდება. წყვილებში შაფათავა და ანგელინა გაბუევა (რუსეთი) მასპინძლებთან - ფენ იინ ქსანსა და იინ ჟანთან გაარკვევენ ურთიერთობას.
* * *
მარიამ ბოლქვაძე ინგლისში იმყოფება და შეფილდის 10.000-იან ტურნირში მოსინჯავს ძალებს, ხოლო გიორგი ცივაძე ეგვიპტეში ჩოგბურთელ ვაჟთა შარმ ელ შეიხის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) ითამაშებს.(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"