საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ლიდერმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ექვსი საფეხურით წინ წაიწია და 610 ქულით 101-ე საფეხურზეა.
დანარჩენ ჩვენებურთა მაჩვენებლები ასეთია:
ქალები
ერთეულები. 197 (196). სოფიო შაფათავა (277 ქულა), 274 (272). ეკატერინე გორგოძე (171), 449 (449). მარიამ ბოლქვაძე (73), 529 (528). სოფიო ქვაცაბაია (53), 789 (794). ოქსანა კალაშნიკოვა (18), 1084 (1086). ანა შანიძე (7).
წყვილები. 43 (43). კალაშნიკოვა (1755), 197 (198). შაფათავა (342), 273 (275). გორგოძე (221), 409 (413). ქვაცაბაია (122),
ვაჟები
ერთეულები. 101 (107). ნიკოლოზ ბასილაშვილი (610), 420 (425). ალექსანდრე მეტრეველი (97), 807 (806). გიორგი ცივაძე (22), 1754 (1753). ალექსანდრე ბაკში (1), 1754 (1753). შოთა მეფარიძე (1), 2067 (2059). გიორგი ჯავახიშვილი (1).
მიმდინარე კვირას ქართველი ჩოგბურთელები რამდენიმე ტურნირში იასპარეზებენ. სოფიო შაფათავა ჩინეთში იმყოფება და გუშინ ჩენჟოუს 25.000-იან შეჯიბრებაში ჩაება. წყვილებში რუს ანგელინა გაბუევასთან შეამხანაგებულმა სტარტზე დაძაბულ პაექრობაში მასპინძლებს - ფენ იინ ქსენსა და იინ ჟანს სძლია - 3:6, 6:4, 10:4 და მეოთხედფინალში გავიდა.
მეოთხე ნომრად განთესილი ქართულ-რუსული დუეტი მომდევნო შეხვედრას კატერინა ლეჰნერტისა (ფილიპინები) და ქსიუ ვანის (ჩინეთი) ტანდემთან გამართავს. ამ უკანასკნელმა გუშინ ჰანიუ გუო და იუკან ჟანი (ორივე-ჩინეთი) ჩამოიშორა გზიდან - 3:6, 6:4, 10:8.
ერთეულებში განთესვით მეორე ნომერი სოფიო შაფათავა პირველ წრეში ნორვეგიელ მელენი სტოკთან გაარკვევს ურთიერთობას.
ინგლისური შეფილდის, თურქული ანტალიისა და ეგვიპტური შარმ ელ შეიხის 10.000-იან ტურნირებში ითამაშებენ, შესაბამისად, მარიამ ბოლქვაძე, სოფიო ქვაცაბაია და გიორგი ცივაძე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"