სოფიო შაფათავა ჩენჟოუს 25.000-იან შეჯიბრებაში ჩაება. წყვილებში ანგელინა გაბუევასთან (რუსეთი) ერთად მე-4 ნომრადაა განთესილი და უკვე ორი შეხვედრა გამართა. გუშინ მეოთხედფინალში კატერინა ლეჰნერტი (ფილიპინები) და ქსიუ ვანი (ჩინეთი) დაამარცხა - 6:3, 6:3 და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ასპარეზობის მეორე ნომერ ტაივანელებს - ჩინ-ვენ ჰსუსა და პეი-ჩი ლიის დაუპირისპირდება, რომლებმაც მასპინძლებს - სიქი კაოსა და ვუშუან ჟენის აჯობეს - 4:6, 7:5, 10:7.
ერთეულებში შაფათავას ჯერ არ უთამაშია - ნორვეგიელ მელანი სტოკთან სასტარტო
* * *
ოქსანა კალაშნიკოვა ჩინურ პრესტიჟულ ტურნირში - ჟუჰაის ელიტტროფში (საპრიზო ფონდი 2.214.500 დოლარი) მონაწილეობს. გერმანელ ტატიანა მარიასთან შეამხანაგებული "ლოტოსის" გუნდშია. აქ კიდევ ორი დუეტია: ანდრეა კლეპაჩი (სლოვენია)-არანტხა პარა-სანტონია (ესპანეთი) და ჟაოქსუან იანი-ქსიაოდი იოუ (ორივე-ჩინეთი); "ორქიდეაშიც" სამი წყვილია გაერთიანებული: იპეკ სოილუ (თურქეთი)-იიფან ქსუ (ჩინეთი), ანასტასია როდიონოვა (ავსტრალია)-ოლგა სავჩუკი (უკრაინა) და ჩენ ლიანი-იიფან ვანი (ორივე-ჩინეთი).
"ლოტოსისა" და "ორქიდეას" წარმომადგენლები წრიულად შეხვდებიან ერთმანეთს, ჯგუფებში გამარჯვებულები კი ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ. გუშინ პირველ პაექრობაში კლეპაჩმა და პარა-სანტონიამ კალაშნიკოვასა და მარიას აჯობეს - 6:1, 7:6.
* * *
ინგლისური შეფილდის 10.000-იან ტურნირში ითამაშებს მესამე ნომრად განთესილი მარიამ ბოლქვაძე. სტარტზე მისი მეტოქე ფინელი მაია ნიკოლ ეკლუნდი იქნება. * * *
ანტალიის ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) უნდა ეასპარეზა სოფიო ქვაცაბაიას, მაგრამ წინა შეჯიბრებაში მიღებული ტრავმა, ეტყობა, სერიოზულია, რადგან სოფიო ამჯერად განაცხადში არ არის.* * *
შარმ ელ შეიხის (ეგვიპტე) ვაჟთა 10.000-იან საერთაშორისო ტურნირში ასპარეზობს გიორგი ცივაძე. გუშინ წყვილთა პირველ წრეში რომან ხასანოვთან (ყაზახეთი) ერთად შვეიცარიელებს - ლურუა მარტინესსა და სიმეონ როსიერს მოუგო - 3:6, 6:3, 10:7. ქართულ-ყაზახურ წყვილს მეოთხედფინალში პოლონელების - მაჩეია ნოვაკისა და იან ვოიჩიკის მძლეველი (7:5, 2:6, 10:7) ინდოელები - არმაან ბჰატია და დრუვ სუნიში შეხვდებიან.
რაც შეეხება ერთეულთა პაექრობას, ცივაძეს სტარტზე ურთიერთობის გარკვევა სწორედ მეწყვილე აზიელთან მოუწევს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"