ნუ ჩამოწერთ სერენა უილიამსს

AutoSharing Option
"დიდი სლემის" ტურნირების 22-გზის ჩემპიონმა, გერმანელმა შტეფი გრაფმა კომენტარი გააკეთა 2016 წლის სეზონში სერენა უილიამსის პრობლემებზე.

"ცხადია, რომ სერენასთვის ეს სეზონი რთული გამოვიდა. ის ბევრს ვერ თამაშობდა, შესაბამისად, სათანადოდ ვერ ემზადებოდა "დიდი სლემის" ტურნირებისთვის. თუმცა, მომდევნო სეზონში მისი შესაძლებლობების შეუფასებლობა არ შეიძლება - ის დაუჯერებელი მოთამაშეა".

გრაფმა ასევე ისაუბრა ანჟელიკ კერბერსა და ენდი მარეიზე, რომლებიც წელს რეიტინგის ლიდერები გახდნენ.

"ყოველთვის მიმაჩნდა, რომ კერბერს აქვს ნიჭი, თან ის ბევრს მუშაობს. მას ერთი დიდი გამარჯვება სჭირდებოდა განწყობის შესაცვლელად და საკუთარი თავისადმი რწმენის
ასამაღლებლად. ბოლო ორი წლის განმავლობაში, მან გააცნობიერა, რომ შეუძლია ტოპ-მოთამაშეების დამარცხება. ამ დამაჯერებლობამ შეცვალა მისი თამაში.

მარეის წარმატება - ეს არის დაუჯერებელი თამაშის შედეგი, რომელსაც ის ბოლო წლებში აჩვენებდა. მან ეს წარმატება დაიმსახურა. მამაკაცთა ჩოგბურთი დიდი ხანია დაუჯერებლად მაღალ დონეზეა. და ამ დაძაბული ბრძოლისთვის თვალის დევნება ძალიან საინტერესოა. რამდენი ხანი დარჩება მარეი პირველ ადგილზე? არ ვიცი, მაგრამ საინტერესოა, რას მოგვიტანს შემდეგი წელი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული