წყვილებში ბელორუს სვიატლანა პირაჟენკასთან ერთად, 9 ნოემბერს იგი მე-4 ნომრად განთესილ მასპინძლებთან - ილონა კრემენსა და ვერა ლაპკოსთან დამარცხდა - 4:6, 1:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა, რადგან წინა დღით ერთეულთა სტარტზე მასპინძელ კატიარინა პაულენკასთან დაძაბულ ბრძოლაში დათმო შეხვედრა - 6:7, 6:7.
* * *
ინგლისურ 10.000-იან ტურნირში მეორე ნომრად განთესილი მარიამ ბოლქვაძე მერვედფინალში ფრანგ ემანუელ სალასს დაუპირისპირდა. სამსეტიან პაექრობაში ფრანგმა 2:1 (6:4, 5:7, 6:2) გაიმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა. ბოლქვაძე წყვილებში არ მონაწილეობდა. შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგბურთელი ერთეულთა მეორე წრეში რომან საფიულინს (რუსეთი) შეხვდება. ამ უკანასკნელმა გუშინ ისამ ჰაითან თაველს (ეგვიპტე) აჯობა - 6:0, 6:1.
წყვილებში ინდოელ შაჰბააზ ხანთან ერთად უკრაინელებს - ოლექსანდრ ბელინსკისა და ოლეგ კოვალს გაუწევს მეტოქეობას.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"