ქართველი ჩოგბურთელები: გორგოძე მინსკს დაემშვიდობა, ბოლქვაძე - ინგლისს

AutoSharing Option
მინსკის ქალთა 25.000-იან საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობდა თბილისელი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე.

წყვილებში ბელორუს სვიატლანა პირაჟენკასთან ერთად, 9 ნოემბერს იგი მე-4 ნომრად განთესილ მასპინძლებთან - ილონა კრემენსა და ვერა ლაპკოსთან დამარცხდა - 4:6, 1:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა, რადგან წინა დღით ერთეულთა სტარტზე მასპინძელ კატიარინა პაულენკასთან დაძაბულ ბრძოლაში დათმო შეხვედრა - 6:7, 6:7.

* * *
ინგლისურ 10.000-იან ტურნირში მეორე ნომრად განთესილი მარიამ ბოლქვაძე მერვედფინალში ფრანგ ემანუელ სალასს დაუპირისპირდა. სამსეტიან პაექრობაში ფრანგმა 2:1 (6:4, 5:7, 6:2) გაიმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა. ბოლქვაძე წყვილებში არ მონაწილეობდა.

* * *
გიორგი ცივაძე შარმ ელ შეიხის (ეგვიპტე) ვაჟთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) გამოდის, მაგრამ გუშინ მას არ უთამაშია, რადგან ასპარეზობის მონაწილეებმა პირველი წრის დარჩენილი ორთაბრძოლები დაასრულეს.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგბურთელი ერთეულთა მეორე წრეში რომან საფიულინს (რუსეთი) შეხვდება. ამ უკანასკნელმა გუშინ ისამ ჰაითან თაველს (ეგვიპტე) აჯობა - 6:0, 6:1.

წყვილებში ინდოელ შაჰბააზ ხანთან ერთად უკრაინელებს - ოლექსანდრ ბელინსკისა და ოლეგ კოვალს გაუწევს მეტოქეობას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ცუდ დღეშია ჩვენი ჩოგბურთი.
dato
13:44 10-11-2016
0

სიახლეები პოპულარული